მცდარია, თითქოს აშშ-ში ლაბორატორიული “ხორცის იმიტაცია” იყიდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

107
VIEWS

5-6 მაისს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინგლისურენოვანი ვიდეო, რომლის თანახმადაც, მაღაზიებში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი, “ხორცის იმიტაცია” იყიდება. ვიდეოში ჩანს, რომ შეფუთულ ხორცის ნაჭრებს აწერია სიტყვა “mock” (ყალბი, მიმსგავსებული).

ხორცის იმიტაცია ხორცის იმიტაცია

ვიდეოში ნაჩვენები ხორცი არ არის ლაბორატორიაში შექმნილი “ხორცის იმიტაცია”. Mock tender საქონლის ბეჭიდან ჩამოჭრილი ნაჭრებს აღნიშნავს და არ ნიშნავს, რომ ხორცი ხელოვნურად არის შექმნილი.

ვიდეოში ჩანს, რომ დახლზე ხორცის შეფუთულ რამდენიმე ნაჭერზე წერია “mock tender”.

ხორცის იმიტაცია

სიტყვას mock ერთ-ერთი განმარტებით ყალბს, ნამდვილთან მიმსგავსებულს, იმიტირებულს ნიშნავს, რის გამოც სავარაუდოდ ვიდეოში მოსაუბრე პირი ამბობს, რომ ხორცი ხელოვნურად არის შექმნილი. თუმცა საქონლის ხორცთან დაკავშირებით “mock tender”  “ბეჭის რბილს” ნიშნავს, და მიუთითებს რომ ხორცი საქონლის ბეჭიდან არის ჩამოჭრილი. ხორცთან დაკავშირებით ძროხის ბეჭის აღსანიშნავად ასევე იყენებენ სიტყვებს “chuck” ან “shoulder”. შესაბამისად ვიდეოში ხორცის ეტიკეტებზე დატანილი Mock Tender Steak (საქონლის) ბეჭის რბილის სტეიკს ნიშნავს. 

კულინარიული ჟურნალის Тhe Spruce Eats-ის ამ ილუსტრაციაზე, მონიშნულია ძროხის რა ნაწილიდანაა ჩამოჭრილი “mock tender” ხორცის ნაჭრები. 

ხორცის იმიტაცია
წყარო: Тhe Spruce Eats/Hugo Lin

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს აშშ-ში ორმა კომპანიამ, UPSIDE Foods-მა და GOOD Meat-მა  საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენისგან (USDA) ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებული ხორცის წარმოების უფლება მიიღო. ასეთი ხორცი ცხოველის უჯრედებისგან არის ლაბორატორიაში “გამოზრდილი” და უჯრედისგან კულტივირებული ხორცი ეწოდება. 2023 წელს UPSIDE Foods და GOOD Meat უჯრედისგან კულტივირებული ქათმის ხორცი სან ფრანცისკოსა და ვაშინგტონის რესტორნებში გაყიდა. აღსანიშნავია, რომ FDA და USDA ერთობლივად აკონტროლოებენ როგორც ამ პროდუქტების წარმოებას, ასევე იმას, რომ სათანადოდ იყოს მიწოდებული ინფორმაცია, რომ ხორცი უჯრედისგან არის კულტივირებული (cell cultivated). ასეთი ქათმის ხორცისგან დამზადებული კერძები მხოლოდ რამდენიმე რესტორანში იყო ხელმისაწვდომი და ეს ხორცი ფართო გაყიდვაში არ არის. GOOD Meat-ის თანახმად, კომპანიის კულტივირებული ქათმის ხორცი მალე ხელმისაწვდომი იქნება სინგაპურში, ხორცპროდუქტების მაღაზიათა ქსელში Huber’s Butchery. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიები მხოლოდ ქათმის კულტივირებულ ხორცს ყიდიან და შესაბამისად კულტივირებული საქონლის ხორცი ჯერ-ჯერობით ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს ანტივაქსერულ დეზინფორმაციას, სხვადასხვა კონსპირაციის თეორიას და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist