“ხელოვნური საშვილოსნო” – არსებობს თუ არა გამოგონება, რომელზეც გავრცელებულ ვიდეოში საუბრობენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზინფორმაცია
371
VIEWS

2024 წლის 16 ივლისს ფეისბუქმომხმარებელმა მაია თვალთვაძემ  გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ მშობლებს კომპანია EctoLife-ის მეშვეობით შეუძლიათ, შვილები ხელოვნური საშვილოსნოს დახმარებით გააჩინონ, აარჩიონ მათი თვალის ფერი და სხვა მახასიათებლები, ნაყოფის მდგომარეობა კი ტელეფონის საშუალებით გააკონტროლონ. ავტორი აღწერაში წერს: “ხელოვნური საშვილოსნოსგან გამოყვანილი ბავშვები”.  

იგივე ვიდეო 17 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელა.   

Screenshot 2024 07 19 at 5.32.19 PM “ხელოვნური საშვილოსნო” - არსებობს თუ არა გამოგონება, რომელზეც გავრცელებულ ვიდეოში საუბრობენ?

ვიდეო, რომელშიც ხელოვნურ საშვილოსნოსა და კომპანია EctoLife-ზეა საუბარი, უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, EctoLife-ის ხელოვნური საშვილოსნო მხოლოდ იდეაა და ის არ განხორციელებულა, შესაბამისად, ბავშვის გასაჩენად მისი გამოყენება შეუძლებელია.  

ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფცია გერმანიაში მცხოვრები ბიოტექნოლოგის, ჰაშემ ალ გაილის მიერ არის შემუშავებული. საკუთარ ვებ-საიტზე ის წერს, რომ არის პროდიუსერი და კინორეჟისორი და ქმნის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებსა და წიგნებს. მის მიერ არის შექმნილი EctoLife-ის კონცეფცია – ის ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემის გამო შვილი არ ჰყავთ და ქვეყნებს, რომლებშიც მოსახლეობის კლება შეინიშნება, სთავაზობს ინოვაციურ ტექნოლოგიას, ხელოვნურ საშვილოსნოებს წელიწადში 30 000 ნაყოფის გაზრდის შესაძლებლობით. როგორც იდეის შესახებ 2022 წელს შექმნილ ოფიციალურ ვიდეოში ვისმენთ, კაფსულა, რომელშიც ემბრიონი უნდა გაიზარდოს, დედის საშვილოსნოს მაქსიმალურად არის მიმსგავსებული და აღჭურვილია სენსორებით, რათა გაკონტროლდეს ნაყოფის გულისცემა, ტემპერატურა, სისხლის წნევა, ჟანგბადის სატურაცია და სუნთქვის სიხშირე.  

ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, EctoLife-ზე საუბრობენ ისე, თითქოს ჰაშემ ალ გაილის იდეა განხორციელებულია და ადამიანებს ხელოვნური საშვილოსნოთი სარგებლობა შეუძლიათ. რეალურად, ის, რასაც ვიდეოში ვისმენთ, იდეაა, რომელიც ჯერჯერობით არ განხორციელებულა. EctoLife-ის ხელოვნური საშვილოსნო არ არსებობს, შესაბამისად, ადამიანებს გამოგონებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ამის შესახებ იდეის ავტორმა 2022 წელს თავად უთხრა ფაქტების გადამმოწმებელ სხვადასხვა ორგანიზაციას (1;2;3), მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოები უკონტექსტოდ ვრცელდებოდა.   

“EctoLife” არ არის რეალური მოწყობილობა და ამ დროისთვის მისი პროტოტიპის შესაქმნელად სამუშაო არ მიმდინარეობს. ვიდეო მიზნად ისახავს, აჩვენოს, თუ როგორ განვითარდა მეცნიერება და რეპროდუქციული ტექნოლოგია და გამოიწვიოს დისკუსია მსგავსი ტექნოლოგიის ირგვლივ”. – მისწერა ჰაშემ ალ გაილიმ AP News-ს 2022 წელს.  

ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ EctoLife-ის ხელოვნური საშვილოსნოს პროექტის განსახორციელებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება ან ვიდეო არ გამოქვეყნებულა იდეის ავტორის ვებ-საიტსა და Youtube გვერდზე. ვებ-საიტზე ხელოვნური საშვილოსნოების ფოტოზე კვლავ დატანილია წარწერა “Imagining the Future” (მომავლის წარმოდგენა). 

Screenshot 2024 07 19 at 5.33.56 PM “ხელოვნური საშვილოსნო” - არსებობს თუ არა გამოგონება, რომელზეც გავრცელებულ ვიდეოში საუბრობენ?

ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ. გამოგონება ნაადრევად დაბადებული ჩვილების გადარჩენის შანსს გაზრდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების პირველი მიზეზად კვლავ ნაადრევი მშობიარობა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ჯერჯერობით ადამიანის მკურნალობის პროცესში არ გამოუყენებიათ, ის წარმატებით გამოსცადეს ცხოველებზე. 

ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი მაია თვალთვაძე ხშირად ავრცელებს ცრუ და დაუდასტურებელ ინფორმაციას, რაც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.

ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ აქვს გავრცელებული რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებელ Сергей Токарев-საც. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად მისი არაერთი პოსტია მონიშნული

Screenshot 2024 07 19 at 5.35.46 PM “ხელოვნური საშვილოსნო” - არსებობს თუ არა გამოგონება, რომელზეც გავრცელებულ ვიდეოში საუბრობენ?


ქრისტინე ქუქჩიშვილი და ცისია კირვალიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist