ხელისუფლების წნეხის საპასუხოდ “მითების დეტექტორი” რეგიონული პროექტი ხდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

131
VIEWS

“მითების დეტექტორი” დამოუკიდებელ სუბიექტად დარეგისტრირდა და 2024 წლის სექტემბრიდან რეგიონული პროექტი ხდება, რომელსაც კიდევ ორი ენა – ესტონური და გერმანული – დაემატა. 

პროექტის გაფართოება და ევროპული ენების დამატება “მითების დეტექტორის” რედაქციის სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო, თუმცა პროცესის ფორსირება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა ანტიდემოკრატიულმა პროცესებმა და სახელისუფლებო წნეხმა განაპირობა.

როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად არის ინფორმირებული რუსული ტიპის საკანონმდებლო აქტის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ხალხის მტრად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას ისახავს მიზნად და რომელიც ჩვენს შემთხვევაში კანონის მიღებამდე ამოქმედა, როცა ჩვენი ოფისის კედლებზე ნიღბიანმა პირებმა სტალინის ეპოქის შესაფერისი წარწერები განათავსეს. სამართალდამცავ ორგანოებს კი არც ამ ვანდალურ ქმედებაზე, არც თანამშრომლებზე განხორციელებულ მუქარებზე მოუხდენიათ დღემდე რეაგირება. უფრო მეტიც, ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში წარმოებული ერთდროულად რამდენიმე უსაფუძვლო სამართლებრივი პროცესი კიდევ მეტ კითხვებს აჩენს და SLAPP-ის (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) სახეს იღებს.

შექმნილ ვითარებაში, როცა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის გარემო სულ უფრო მძიმდება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების გასული წლის რეიტინგებიც ადასტურებს (RSF, IREX Vibe), წინ კი საპარლამენტო არჩევნებია, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია “მითების დეტექტორის” საქმიანობის შენარჩუნება და როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესებსა და რუსეთის საინფორმაციო ომზე საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ. 

ამ მიზნით “მითების დეტექტორი”  საზოგადოების ინფორმირებას იმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით გააგრძელებს, რომლის ერთგულება ჩვენ საჯაროდ გაცხადებული გვქონდა. ამ სტანდარტების ნაწილია გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, რომელსაც ჩვენი გუნდი ყოველთვის ერთგულად იცავდა და ამკვიდრებდა. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist