ხაშურში ჯაბა იოსელიანის მუზეუმის აშენებაზე ინფორმაციის პირველწყარო სატირული გვერდია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჯაბა იოსელიანი
62
VIEWS

19 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, Ermile Nemsadze-მ და Kote Afxazi-მა გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბარათები, რომელთა მიხედვითაც ხაშურში, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჯაბა იოსელიანის მემორიალური მუზეუმი აშენდება. 

ჯაბა იოსელიანი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხაშურში ჯაბა იოსელიანის მემორიალური მუზეუმი აშენდება, სათავეს სატირული ფეისბუქ-გვერდიდან იღებს და სიმართლეს არ შეესაბამება. 

გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო არის სატირული ფეისბუქ-გვერდი,  სახელწოდებით “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality”. გვერდზე გამოგონილი, სატირული პოსტები სისტემატურად ვრცელდება. აღნიშნული ფეისბუქ-გვერდი  არ ეკუთვნის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. მსგავსი განცხადება არ გამოქვეყნებულა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. ინფორმაცია არ იძებნება არც კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქზე ან ვებ-საიტზე.  

ასევე, გამოგონილია თინათინ რუხაძის კომენტარიც, სადაც ის მუზეუმის აშენების ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობს: ‘’ისტორია უნდა აღვიქვათ მრავალფეროვნად და არა – ერთფეროვნად”. 

პირველწყაროს მიერ გამოქვეყნებული პოსტის ბოლოს, ე.წ. ჰეშთეგებში, მითითებულია, რომ ის სატირულია. პოსტი იუმორისტული ხასიათისაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ჯაბა იოსელიანი

“მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული პოსტები, რომლებში მოყვანილი ცნობებიც სათავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სატირული ფეისბუქ-გვერდიდან იღებდა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist