პოსტი, თითქოს ხაშურში გიორგი სააკაძის ქუჩას შევარდნაძის სახელი მიენიჭება, სატირულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გიორგი სააკაძის ქუჩა
30
VIEWS

11 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა სახელწოდებით “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხაშურში მდებარე გიორგი სააკაძის ქუჩას სახელი შეეცვლება და საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახელი მიენიჭება. მათივე ცნობით, გადაწყვეტილებამ ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ვნებათაღელვა გამოიწვია.   

გიორგი სააკაძის ქუჩა

პოსტი, თითქოს ხაშურში ერეკლე სააკაძის ქუჩას სახელი ედუარდ შევარდნაძის საპატივსაცემოდ უნდა შეეცვალოს, სატირულია. მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ფეისბუქ-გვერდს, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს, წარსულში არაერთი მსგავსი სატირული პოსტი აქვს გამოქვეყნებული. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში ქუჩისთვის ედუარდ შევარდნაძის სახელის დარქმევის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ქუჩისთვის სახელის შეცვლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდსა და ვებ-საიტზე არ გამოუქვეყნებია.  ინფორმაცია ასევე არ გაუშუქებია შიდა ქართლში მომუშავე მედიას (1;2).

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ქუჩებისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ ინფორმაცია 7 ნოემბერს აქვს გამოქვეყნებული, თუმცა პოსტში ვკითხულობთ, რომ სახელწოდება ეცვლება სოფელ ბულბულისციხეში მდებარე ცენტრალურ N2 და დაბა სურამში მდებარე ვანო სარაჯიშვილის ორი ქუჩიდან ერთ-ერთს. გიორგი სააკაძის ან სხვა ქუჩისთვის ედუარდ შევარდნაძის სახელის მინიჭების შესახებ პოსტში არაფერია ნათქვამი.   

ფეისბუქ-გვერდი სახელწოდებით “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality” სატირული შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. გვერდი 2011 წელს, სახელით “ხაშური khashuri Xashuri Хашури” არის შექმნილი. ამ პერიოდში მან რამდენჯერმე შეიცვალა დასახელება და ყველა მათგანი ხაშურს უკავშირდებოდა. ფეისბუქ-გვერდი “მითების დეტექტორის” 2021 წლის კვლევებში მოხვდა. კვლევების თანახმად, ის პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” მხარდამჭერი იყო. გვერდი ფეისბუქზე დარეგისტრირებულია, როგორც მედია და ინფორმაციაში არარსებული მედია Khashuri News-ის ვებ-გვერდი აქვს მითითებული. ასევე, მითითებულია გიორგი ჩუბინიძის სახელით შექმნილი მეილი.   

განახლება: 19 ნოემბერს “მითების დეტექტორი” ფეისბუკ-გვერდის “ხაშურის მუნიციპალიტეტის” მოდერატორს, გიორგი ჩუბინიძეს ესაუბრა. მისი თქმით, გვერდი “გირჩის” მხარდამჭერი არ არის და 2021 წელს პარტიის შესახებ პოსტებს შეთავაზების ფარგლებში აზიარებდა, რომლის თანახმადაც თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატებს საკუთარი პლატფორმა უფასოდ შესთავაზა კამპანიების გაცნობის მიზნით. ჩუბინიძის თქმით, გვერდის შეთავაზება 2021 წელს მხოლოდ “გირჩმა” გამოიყენა, შესაბამისად, გვერდზე მათ შესახებ პოსტები იდებოდა. 

გიორგი სააკაძის ქუჩა

გვერდს არაერთი სატირული შინაარსის პოსტი აქვს გამოქვეყნებული, მაგალითად, “ჭინკების ფესტივალთან” დაკავშირებით ქალაქში ჩელიაბინსკის დელეგაციის ჩამოსვლაზე; კამალა ჰარისისთვის სამსახურის შეთავაზებაზე; Starbucks-ის ფილიალის გახსნაზე; მადამ ტიუსოს მუზეუმის გახსნაზე  და ა.შ.  

გიორგი სააკაძის ქუჩა

სატირული შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და მცდარი ინფორმაციის წყაროც ხდება. თუ პოსტებს არ აქვს მითითება, რომ ის სატირაა, ზოგჯერ მათ სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. “მითების დეტექტორს” წარსულში გადამოწმებული აქვს ამავე გვერდის მიერ გავრცელებული სატირული პოსტი, თითქოს  ხაშურში დისნეი ლენდის მშენებლობიგეგმება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist