ხაშურში ბრეჟნევის ბიუსტის აღდგენაზე ინფორმაციის პირველწყარო სატირული ფეისბუქ-გვერდია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბრეჟნევის ბიუსტი
44
VIEWS

17 ნოემბერს ფეისბუქ-ჯგუფში “PRESS-მაია” გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშურის მერიის ინიციატივით, იგეგმება ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტის “კაპიტალური რეაბილიტაცია”. პოსტში ვკითხულობთ, რომ პროექტის ღირებულება 41 000 ლარს შეადგენს და სამუშაოები ბიუსტზე “თვალსაჩინო დაზიანებების” აღდგენას მოიცავს. ფეისბუქ-პოსტში ასევე ვკითხულობთ ხაშურის მერიის წარმომადგენლების კომენტარს ქალაქში არსებული ძველი ობიექტების მოვლის შესახებ. 

ბრეჟნევის ბიუსტი

ინფორმაცია, რომ ხაშურის მერიის ინიციატივით ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტის აღდგენითი სამუშაოები იგეგმება, სათავეს სატირული ფეისბუქ-გვერდიდან იღებს და სიმართლეს არ შეესაბამება. ბიუსტის ფოტო, რომელიც პოსტს აქვს დართული, ხაშურში არ არის გადაღებული.  

გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო არის სატირული ფეისბუქ-გვერდი სახელწოდებით  “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality”. გვერდზე სატირული, გამოგონილი პოსტები სისტემატურად ქვეყნდება. აღნიშნული ფეისბუქ-გვერდი  არ ეკუთვნის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. მათ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მსგავსი განცხადება არ გამოქვეყნებულა. პოსტში მოყვანილი მერიის წარმომადგენლების კომენტარიც გამოგონილია. 

პირველწყაროს მიერ ბრეჟნევის ბიუსტის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის ბოლოს ე.წ. ჰეშთეგებით მითითებულია, რომ ის სატირულია. პოსტი იუმორისტული ხასიათისაა და სიმართლეს არ შეესაბამება.  

ბრეჟნევის ბიუსტი

ფეისბუქ-გვერდმა 2024 წლის სექტემბერში ასევე გაავრცელა სატირული პოსტები (1;2) ხაშურში თემურ ლენგისა და იოსებ სტალინის ძეგლების დადგმასთან დაკავშირებით.

ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტის ფოტო, რომელიც პოსტებს აქვს დართული, ხაშურში არ არის გადაღებული. ბიუსტი რეალურად უკრაინის ქალაქ კამენსკოეს ცენტრში მდებარეობდა. ბიუსტი 2023 წელს ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაშენებულ ხეივანში გადაიტანეს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ბიუსტის ადგილი ქალაქის ცენტრში არ არის და მომავალში ადგილზე რუსეთთან ომში უკრაინელების გამარჯვებისადმი მიძღვნილ ძეგლს აღმართევენ.

ბრეჟნევის ბიუსტი
ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი კამენსკოეში, დნეპროპეტროვსკი

სწორედ უკრაინაში მდებარე ბიუსტის ფოტოა აღებული სატირული პოსტის საინფორმაციო ბარათისთვის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხაშურში ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტის ან ძეგლის შესახებ ცნობები ღია წყაროებით არ იძებნება. 

“მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს გადამოწმებული პოსტები, რომლებში მოყვანილი ცნობებიც სათავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სატირული ფეისბუქ-გვერდიდან იღებდა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist