იყო თუ არა კითხვა კეზერაშვილზე ედისონ რისერჩის კვლევაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

77
VIEWS

29 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა “შიინ ევროპისკენ” და დაათ ცაბაძე გამოაქვეყნეს ტელეკომპანია ფორმულას ფეისბუქ პოსტის სქრინშოტი, სადაც აღნიშნულია, რომ ედისონ რისერჩის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ქალების 74% ყველაზე სასურველ მამაკაცად დავით კეზერაშვილს მიიჩნევს.

პოსტის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ მკითხველთა ნაწილი ფორმულას სახელით გავრცელებულ პოსტს რეალურად აღიქვამს.

ედისონ რისერჩი

 

სქრინშოტი გაყალბებულია. ტელეკომპანია ფორმულამ ედისონ რისერჩის ბოლო კვლევის შესახებ არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მათ შორის მსგავსი ინფორმაცია არ ყოფილა. 

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ორგანიზაცია Edison Research-მა 11-24 ივლისის პერიოდში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით გამოკითხა 1000 ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქე. კვლევის შედეგები ფორმულას საიტზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება; ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებენ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ყველაზე ნაკლებს კი ირაკლი კობახიძე. ამასთანავე, კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ პარტია ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას აპირებს გამოკითხულთა 32,4%. აღნიშნული შედეგების მსგავსად, კვლევის სხვა ნაწილებიც ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართ არჩევნებს. კვლევის შედეგებში, რომელიც ფორმულამ გამოაქვეყნა, დავით კეზერაშვილზე კითხვა არ ფიგურირებს.

ფეისბუქ ანგარიშს “შიინ ევროპისკენ” ფოტოფაბრიკაცა წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია:

ყალბი ფეისბუქ ანგარიში დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიშები “შიინ ევროპისკენ” (1,2)  ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული შინაარსის პოსტებს ხშირად  ავრცელებენ. ანგარიშები არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ანგარიშების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist