სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო კამჩატკასთან მომხდარ მიწისძვრას არ ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კამჩატკა
166
VIEWS

30-31 ივლისს მედიასაშუალებებმა (მეგა TV; მედიაცენტრი მთავარი”; მედიაჰოლდინგი “კვირა”; კულტურის არხი) და ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3;4) გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, კამჩატკასთან მომხდარ მიწისძვრას ასახავს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ინგრევა დახლები რყევების შედეგად და ადგილზე მყოფი თანამშრომლის მაგიდას ეცემა.   

კამჩატკა

გავრცელებული ვიდეო კამჩატკასთან მომხდარ მიწისძვრას არ ასახავს. კადრები რეალურია, თუმცა არა კამჩატკაზე, არამედ 2025 წლის მარტში, მიანმარის მიწისძვრის დროს არის გადაღებული.  

კადრები უკუძიების მეთოდით გადავამოწმეთ. ძიების შედეგის მიხედვით, ვიდეო ძველია, 2025 წლის მარტში ვრცელდებოდა და არა კამჩატკასთან, არამედ მიანმარში მომხდარ მიწისძვრას ასახავს. კადრები 29-30 მარტს გამოქვეყნებული აქვთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, სხვადასხვა ვებ-საიტებსა და მედიასაშუალებებს (1;2;3;4). 

კამჩატკა

მიანმარის მიწისძვრის ამსახველი კადრები  

კადრები TikTok-ზე გამოქვეყნებული აქვს ანგარიშს, რომელიც ტელეფონებისა და აქსესუარების მაღაზიას ეკუთვნის. თანდართული ტექსტის მიხედვით, ვიდეო მათ ერთ-ერთ ფილიალშია გადაღებული. ანგარიშს მიწისძვრის ამსახველი კადრები სხვა რაკურსითაც აქვს გავრცელებული.  

კამჩატკა
სქრინშოტები: TikTok/Top One Mobile 

აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში გავრცელებულ კადრებს დართული აქვს თარიღი, რომლის მიხედვითაც ვიდეო კამერამ 2025 წლის 29 მარტს გადაიღო. კამჩატკასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოების ნაწილს კი მითითებული თარიღი მოჭრილი აქვს, ნაწილზე ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო ციფრების გარჩევა შეუძლებელია, ან მხოლოდ 2025 ჩანს.  

ვიდეო ფაქტების გადამმოწმებელმა უცხოურმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს (1;2;3).

30 ივლისს რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულთან მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 8.8 ბალს შეადგენდა. მიწისძვრამ ცუნამის ტალღები გამოიწვია იაპონიის, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით. მიწისძვრის მომდევნო საათებში წყნარი ოკეანის მასშტაბით გამოცხადებული ევაკუაცია ორ მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო, განგაში გამოცხადდა ჩინეთში, ფილიპინებში, ინდონეზიაში, ახალ ზელანდიასა და პერუში, ჩილესა და მექსიკაში. რუსეთის მთავრობის ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist