კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თუ ბალერონი – ვინ ცეკვავს ვიდეოში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
637
VIEWS

12 იანვარს ფეისბუკის რუსულენოვანმა ანგარიშმა Светлана Городинская, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, სხვა ანგარიშებმა (1, 2) და რუსულენოვანმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელეს ბალეტის ცეკვის ამსახველი ვიდეო, რომელშიც თანდართული ტექსტის მიხედვით, კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არის ნაჩვენები.

კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

გავრცელებულ ვიდეოში ბალეტის მოცეკვავე კაცი არა კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, არამედ ბალერონი კუადიო დევისია. ვიდეო მის ინსტაგრამ-ანგარიშზეც არის განთავსებული. 

ვიდეოში მოცეკვავე ბალერონი კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არ არის. ის კუადიო დეივისია, რომელიც მოცეკვავეა და მის ინსტაგრამ-ანგარიშზე ამ ვიდეოსთან ერთად მისი ცეკვის ამსახველი არაერთი სხვა კადრია განთავსებული. აღნიშნული ვიდეო კი მის ანგარიშზე 3 იანვარს განთავსდა.

kaliphorniis shtatis sakhandzro departamentis uphrosis moadgile thu baleroni vin tsekvavs videoshi1 | mythdetector.com
წყარო: yung_x_lois
kaliphorniis shtatis sakhandzro departamentis uphrosis moadgile thu baleroni vin tsekvavs videoshi2 | mythdetector.com
წყარო: yung_x_lois

რაც შეეხება კალიფორნიის შტატის სახანძრო დეპარტამენტს, ამ განყოფილებას სახანძრო მიმართულებით რამდენიმე მოადგილე ჰყავს: მეთიუ სული – სახანძრო უსაფრთხოების დირექტორის მოადგილე; ჯეიკ სიოლუნდი – სახანძრო უსაფრთხოების პროგრამების დირექტორის მოადგილე; ფრენკ ბიგელოუ – ტყის ხანძრის მომზადებისა და შერბილების სამმართველოს და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და გამოძიების სამმართველოს დირექტორის მოადგილე. რაც შეეხება კუადიო დეივისს, ის საერთოდ არ ფიგურირებს აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელების სიაში.

kaliphorniis shtatis sakhandzro departamentis uphrosis moadgile thu baleroni vin tsekvavs videoshi3 | mythdetector.com

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ტყეებიდან დაწყებული ხანძარი 7 იანვრიდან მძვინვარებს და ძლიერი ქარის გამო სხვა დასახლებულ რაიონებსაც მოედო. ხანძრის კერების ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. 14 იანვრის მდგომარეობით, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი დაკარგულად ითვლება. 

ამ დროისთვის მეხანძრეები ოთხ მთავარ კერას ებრძვიან:

  1. Palisades-ის კერა – ლოკალიზებულია 14%, დამწვარია 23,713 ჰექტარი.
  2. Eaton -ის კერა – ლოკალიზებულია 33%, დამწვარია 14 117 ჰექტარი.
  3. Hurst – ის კერა – ლოკალიზებულია 97 %, დამწვარია 799 ჰექტარი. 
  4. Auto -ის კერა – არ არის ლოკალიზებული, დამწვარია 56 ჰექტარი.
kaliphorniis shtatis sakhandzro departamentis uphrosis moadgile thu baleroni vin tsekvavs videoshi4 | mythdetector.com
14 იანვარი
წყარო: fire.ca.gov

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist