10-12 იანვარს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებიც კალიფორნიაში ხანძრებს უკავშირდება. ქართულენოვანი პოსტები აღწერები ხანძარს ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩადენილ სასჯელს უკავშირებს.
გავრცელებული ვიდეოკოლაჟები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და კალიფორნიაში მიმდინარე რეალურ ხანძარებს არ ასახავს.
ვიდეოებში შესამჩნევია ხარვეზები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალისთვის არის დამახასიათებელი:
- ელექტროგადამცემი ხაზები ხეებში გადის
- კადრებში სადაც პოლიციის მანქანების მოძრაობა ჩანს, მანქანების მოძრაობა არაბუნებრივად ერთგვაროვანია, რაც კომპიუტერული გრაფიკისთვის უფრო არის დამახასიათებელი და არა რეალური მოძრაობისთვის.
- ქალაქის ზედხედის კადრებში სადაც მანქანების მოძრაობა ჩანს, გარკვეულ მომენტებში მანქანები უჩინარდება.
- ცეცხლი მანქანის თავზეა გაჩენილი, თუმცა მისი ფარები მაინც მუშაობს; უკანა ფონზე, გზის გაყოლებაზე ერთი შეხედვით მანქანის უკანა ფარების შუქი ჩანს, თუმცა ეს შუქი თან ცეცხლივით ციმციმებს; ელექტროგადამცემი ხაზები რკალურად არის გაბმული და ხეზეა “მიმაგრებული”; მანქანის ნომრები მხოლოდ მოხაზულობით ჰგავს წარწერას
- გზა და მთლიანად ქალაქის ხედი არაბუნებრივია და არარეალისტურია
ხარვეზებია ასევე ვიდეოშიც, რომელიც თითქოს მეხანძრეების მიერ ცხოველების გადარჩენას ასახავს.
ცხოველების და მეხანძრეების მოძრაობა არაბუნებრივია. კადრების უმეტესობაში გარეული ცხოველები, მათ შორის მტაცებელი ცხოველები მეხანძრეების გვერდით სრულიად მშვიდად დგანან, ფრინველებიც არ მიფრინავენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს მიხედვით ხანძრის კერა ძალიან ახლოსაა.
- პირველივე კადრში მეხანძრეს ხელში აყვანილი დათვები სათამაშოს უფრო ჰგავს და არა რეალურ დათვებს, არაბუნებრივია თავად ადამიანის მოძრაობაც
- ერთ-ერთ კადრში მეხანძრის ხელები ერთმანეთზეა შერწყმულია, ირემიც არაბუნებრივად წევს
- ხანძრის კერასთან ერთ-ერთი ადამიანი ყოველგვარი სპეციფიკური ეკიპირების გარეშეა, ხოლო მელა უცნაურად ზის ხის მორზე
- მეხანძრის ფეხები ერთმანეთში ირევა
ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების რამდენიმე კერას 7 იანვრიდან ებრძვიან. ხანძრების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. ხანძრებმა ამ დროისთვის 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 15 000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრების დაწყების შემდეგ მასთან დაკავშირებით ყალბმა ვიზუალურმა მასალებმაც დაიწყო გავრცელება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.