კალაძის AI ვიდეოს გამოყენებით საინვესტიციო პლატფორმაზე მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

საინვესტიციო-პლატფორმა
38
VIEWS

12 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა Boyer Freshmen Heather გამოაქვეყნა თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც ის საინვესტიციო პლატფორმაზე საუბრობს. ვიდეოში ის ფეისბუქ-მომხმარებლებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ “ლიბერთი ბანკის” ფულის გამომუშავების პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც დღეში 300 ლარის შემოსავალს მიიღებენ. ვიდეოზე ტელეკომპანია “იმედის” ლოგო ჩანს.  

მითვიდეოს ასევე დართული აქვს ბმული, რომელსაც “ლიბერთი ბანკის” ლოგოს მქონე სარეგისტრაციო პლატფორმაზე გადავყავართ.

საინვესტიციო პლატფორმა

საინვესტიციო პლატფორმაზე კახა კალაძის AI ვიდეოს გამოყენებით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება. რეალურად, ვიდეო გაყალბებულია და ხმა ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. კალაძეს მსგავსი მიმართვა არ გაუკეთებია და “ლიბერთი ბანკს” აღნიშნული პლატფორმა, სადაც ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი, არ აქვს. თაღლითური პოსტი ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი მონაცემების შეგროვებას ისახავს მიზნად. 

პოსტში გამოყენებული 1:24 წუთიანი ვიდეო დამუშავებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით, რაზეც, თაღლითური პოსტებისთვის დამახასიათებელი შინაარსის გარდა, მასში არსებული  ხარვეზებიც მიანიშნებს. კერძოდ, ვიდეოს ქართულენოვან ვერსიაში, რომელიც რუსული თარგმანის მიღმა ისმის, გრამატიკული და სინტაქსური შეცდომებია დაშვებული. ასევე, პირის მოძრაობა იმგვარადაა შეცვლილი, რომ რუსულ ტექსტს დაემთხვეს. ამასთანავე, გარკვეული წინადადებების ბოლოს ხმა ხელოვნური პაუზით წყდება, ხოლო ზოგ მონაკვეთში მორიგი წინადადება შესვენების გარეშე გრძელდება, რაც AI-ის გამოყენების მაჩვენებელია.სიუჟეტი, რომელიც საინვესტიციო პლატფორმაზე დარეგისტრირებას ეხება, ტელეკომპანია იმედის ეთერში არ გასულა. ვიდეოფაბრიკაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კახა კალაძის 2025 წლის 3 ოქტომბრის მიმართვაა გამოყენებული. აღნიშნულ ვიდეოში, რომელიც შემდგომ ხელოვნური ინტელექტით დაამუშავეს, კალაძეს საინვესტიციო პლატფორმის შესახებ არაფერი უთქვამს.

საინვესტიციო პლატფორმა
ქრინშოტი: პირველი არხი

გაყალბებული ვიდეოს მიზანი მომხმარებლების თაღლითურ ბმულზე გადაყვანაა. აღნიშნულ ბმულს თან ერთვის “ლიბერთი ბანკის” ლოგო, მაგრამ ბანკს ეს ბმული არ ეკუთვნის, რაც დასტურდება განსხვავებული დომენით: rsalting.biz – ლიბერთი ბანკის ოფიციალურ დომენს კი libertybank.ge წარმოადგენს. ამასთანავე, ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია “ლიბერთი ბანკში“ მსგავსი საინვესტიციო პლატფორმის შექმნის შესახებ. 

თაღლითურ ვებ-საიტზე გადასულ პირებს სთხოვენ, უპასუხონ კითხვებს მათი ასაკის, შემოსავლის, ვალის/კრედიტის ქონის შესახებ. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, მოქალაქეებს მათი სახელის, გვარისა და ტელეფონის ნომრის ამავე ვებ-საიტზე შეყვანას სთხოვენ. 

საინვესტიციო პლატფორმა
სქრინშოტი: თაღლითური ვებ-საიტი

თაღლითურ ბმულზე დამატებითი ინფორმაცია Whois Lookup-ის საძიებო სისტემის დახმარებით მოვიძიეთ: თაღლითური ვებ-საიტი რეგისტრირებულია 2025 წლის 16 ოქტომბერს. 

საინვესტიციო პლატფორმა
სქრინშოტი: Who is Lookup

რაც შეეხება ფეისბუქ-გვერდს – Boyer Freshmen Heather, რომელმაც აღნიშნული თაღლითური პოსტი გამოაქვეყნა: გვერდის გამჭვირვალობის სექციაში მითითებულია, რომ იგი შექმნილია 2023 წლის 25 აგვისტოს. 2025 წლის 18 ნოემბრის მონაცემებით, ჰყავს მხოლოდ 10 გამომწერი. გვერდის დანიშნულებაზე ინფორმაციის ველში “ბიზნეს სერვისი“ გვხვდება. ასევე, მითითებულია, რომ ის ვიეტნამიდან იმართება. 

 საინვესტიციო პლატფორმა

გვერდზე განთავსებულია მხოლოდ ერთი პოსტი – პროფილის ფოტო ამერიკული მულტფილმის გმირის, სპანჯბობის გამოსახულებით. 2023 წელს გვერდზე რამდენჯერმეა ატვირთული ქალის ფოტო, რომელიც გამოყენებულია გვერდის გარეკანის ფოტოზეც. Google Image Search-ის გამოყენებით დგინდება, რომ ამ ფოტოს არაერთი ფეისბუქ-გვერდი იყენებს (მაგალითად: 1, 2, 3).

 საინვესტიციო პლატფორმა
სქრინშოტები: Google Image Search

ფოტო Invid-ისა და Hive Moderation-ის დახმარებით გადავამოწმეთ და ორივე ხელსაწყომ 99%-ზე მეტი სიზუსტით აჩვენა, რომ ის AI გენერირებულია.  

 საინვესტიციო პლატფორმა
სქრინშოტები: Invid და Hive Moderation 

“მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ აქვს გადამოწმებული თაღლითური პოსტები, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების AI-ით დამუშავებული ვიდეოებია გამოყენებული. პოსტების დიდი ნაწილის მიზანი ფეისბუქ-მომხმარებლების თაღლითურ ბმულებზე გადაყვანაა, სადაც მათ პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში.


მოამზადა რუსუდან ჯანჯალაშვილმა 

“მითების დეტექტორის ლაბორატორია” 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist