კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

კახა კალაძის
266
VIEWS

5 ივნისს ახლადშექმნილმა ფეისბუქ-გვერდმა News247 გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ამბობს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა კომპანია „სოკარისა“ და თბილისის მერიის ინიციატივით შექმნილი სერვისი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შემოსავლის მიღება შეუძლიათ. ვიდეოში ასევე არის კახა კალაძის კომენტარი, რომ ინიციატივა ადამიანებს დაეხმარებათ, ინვესტირების გამოცდილების გარეშე გაზარდონ თავიანთი შემოსავალი და მაყურებლებს მოუწოდებს, გაიარონ მარტივი რეგისტრაცია ვიდეოსთვის დართულ ბმულზე. პოსტში აგრეთვე მითითებულია სარეგისტრაციო ბმული.  ფეისბუქ-გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში იძებნება კიდევ ერთი, 12 ივნისს დასპონსორებული მსგავსი პოსტი, რომელშიც კახა კალაძე იგივე ინიციატივის შესახებ რუსულად საუბრობს.

ასევე, ფეისბუქ-გვერდი Ladislau Alda X ავრცელებს კახა კალაძის ფოტოს, რომელზეც ვკითხულობთ: „კახა კალაძის განცხადება. შოკში ჩააგდო მთელი საქართველო!“ ფოტოს თან აქვს დართული ბმული, რომელსაც გადავყავართ საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაზე სახელით: “როგორ შეუწყო ხელი საყვარელმა მერის საიდუმლოს გამჟღავნებასან თბილისის მერის იტალიური თავგადასავლები”. სტატიაში ვკითხულობთ, რომ კახა კალაძემ იტალიაში უძრავი ქონება “სოკარში” ინვესტირების შემდეგ მიღებული თანხით შეიძინა. სტატიაში მითითებულია ბმული, რომელსაც სარეგისტრაციო ვებ-საიტზე გადავყავართ.  

Screenshot 2024 06 14 at 5.42.31 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება Screenshot 2024 06 14 at 5.42.45 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

თაღლითური ფეისბუქ-გვერდები კახა კალაძისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ვიდეოფაბრიკაციას, თაღლითურ პოსტებსა და გაყალბებულ სტატიას ავრცელებენ. კომპანია „სოკარში“ ინვესტირების შესახებ მსგავსი შინაარსის განცხადება კახა კალაძეს არ გაუკეთებია, ასევე, არ გავრცელებულა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ვიდეოებზე დართული ქართული და რუსული ხმა AI ტექნოლოგიით არის რედაქტირებული. ასევე, კალაძისა და „სოკარის“ შესახებ სტატია არ გამოუქვეყნებია საზოგადოებრივ მაუწყებელს. პოსტები და დართული ბმულები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. 

„სოკარის“ შესახებ კახა კალაძის ვიდეო და სტატია გაყალბებულია 

ინფორმაცია, რომ  კახა კალაძემ წარადგინა ახალი საინვესტიციო სერვისი, რომელიც მოქალაქეებს შემოსავლების გაზრდას ჰპირდება და კომპანია „სოკართან“ არის დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, გაყალბებულია ტელეწამყვანისა და თბილისის მერის ხმა. რეალურად, კადრები ამოჭრილია 29 მაისის თბილისის მთავრობის სხდომიდან, რომლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ამავე დღეს გაშუქდა (12:45).  

Screenshot 2024 06 14 at 5.44.17 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება
ფოტოები 29 მაისის თბილისის მთავრობის სხდომიდან და საზოგადოებრიცი მაუწყებლის ეთერიდან

რეალურად, სხდომაზე თბილისის მერი ე.წ. აგენტების კანონის შესახებ საუბრობს, აგრეთვე, მიმოიხილავს დედაქალაქში მიმდინარე პროექტებს – ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას, მიხეილ მესხის სტადიონზე ფეხბურთის ღია ჩვენების მოწყობის ინიციატივას, ასევე, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის დაფინანსების პროგრამებსა და ბავშვთა საერთაშორისო დღეზე დაგეგმილ ღონისძიებებს. აღნიშნულ ვიდეოში კახა კალაძე „სოკარისა“ და კომპანიასთან დაკავშირებული რაიმე პროექტის შესახებ არ საუბრობს.  რაც შეეხება საზოგადოებრიც მაუწყებელს, მედიამ 29 მაისის მთავრობის სხდომიდან გააშუქა ის მონაკვეთი, რომელშიც თბილისის მერი ე.წ. აგენტების კანონზე საუბრობს. შესაბამისად, ქართულ და რუსულენოვანი ვიდეოსთვის დამონტაჟებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „მოამბის“ წამყვანის ხმაცა და კადრებიც. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეოსთვის დართულ AI ტექნოლოგიით რედაქტირებულ ხმას ხარვეზები აქვს, რაც მიანიშნებს, რომ ის გაყალბებულია. მაგალითად, ვიდეოს ზოგიერთ მომენტში როგორც წამყვანის, აგრეთვე თბილისის მერის ხმა წყდება და გაურკვეველი ხდება, რას ამბობენ ისინი.   

გარდა ამისა, ფეისბუქ-გვერდ Ladislau Alda X-ის მიერ გამოქვეყნებულ კახა კალაძის ფოტოსა და ინფორმაციას, თითქოს მან სკანდალური განცხადება გაავრცელა, თან ერთვის ბმული, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავს ვებ-საიტზე გადავყავართ, რომელიც რეალურად მედიას არ ეკუთვნის. მსგავსი შინაარსის სტატია მათ ოფიციალურ ვებ-საიტზე არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ სტატიაში, ისევე როგორც ვიდეოში მრავალი შეცდომაა დაშვებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის მექანიკურ თარგმანს წარმოადგენს. ასევე, ფოტოები, რომლებიც მოცემულია სტატიაში აღებულია იმედისადაცემიდან. კახა კალაძის მიერ მილანში „სოკარიდან“ შემოსული თანხით უძრავი ქონების ყიდვა ღია წყაროებით არ დასტურდება. 

სარეგისტრაციო ბმულები

კახა კალაძის ვიდეოს თან ერთვის სარეგისტრაციო ბმული, რომელზე დაჭერისკენაც ვიდეოში მაყურებელს თბილისის მერის გაყალბებული ხმა მოუწოდებს. ბმულზე გადასვლისას გამოყენებულია კომპანია „სოკარის“ ლოგო. თუმცა, რეალურად, ვებ-საიტი კომპანია სოკარს არ ეკუთვნის და თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე კითხვებში მრავალი შეცდომაა დაშვებული, მაგალითად – „Socar კომპანია საქართველოს რეზიდენტებს შეაძლებს ქვეყნის რესურსებით. შემოსავლელად გთხოვთ, გადაინაცვლოთ ვიდეო სრულად“.  რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩნდება შეტყობინება საკონტაქტო მონაცემების – სახელის, გვარის, მეილისა და ტელეფონის ნომრის დატოვების შესახებ.   

Screenshot 2024 06 14 at 5.44.35 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება
ფოტო „სოკარის“ სახელით შექმნილი თაღლითური ვებ-საიტიდან

Whois.DomainTools-ის თანახმად, საიტის აიპი მისამართი ამსტერდამში, ნიდერლანდებში ფიქსირდება. ხოლო საიტი შექმნილია 2004 წლის 8 ივლისს.  

Screenshot 2024 06 14 at 5.44.46 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

მსგავსი ბმული, რომელიც ასევე არ ეკუთვნის კომპანია „სოკარს“ მიბმულია კახა კალაძის შესახებ გავრცელებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაყალბებულ სტატიაზე. ამ შემთხვევაში ბმულზე კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე გვთავაზობენ დარეგისტრირებას.  

Screenshot 2024 06 14 at 5.44.57 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება
ფოტო „სოკარის“ სახელით შექმნილი თაღლითური ვებ-საიტიდან

Whois.DomainTools-ის მიხედვით, აღნიშნული თაღლითური ვებ-საიტი 2024 წლის 22 მაისს არის შექმნილი და მისი აიპი მისამართი კალიფორნიაში ფიქსირდება.  

Screenshot 2024 06 14 at 5.45.25 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

ფეისბუქ-გვერდები News247 და Ladislau Alda X

ფეისბუქ-გვერდი News247 2024 წლის 8 მაისს შეიქმნა და კატეგორიაში გაზეთი აქვს მითითითებული. 13 ივნისის მონაცემებით, გვერდს ჯამში 9 მოწონება აქვს და 15 გამომწერი ჰყავს. ასევე, News247-ის მისამართის ველში ვიეტნამია მითითებული. ფეისბუქ-გვერდზე მოცემული არ არის ინფორმაცია მობილური ნომრისა და მეილის შესახებ.  აღსანიშნავია, რომ გვერდს 13 ივნისის მონაცემებით 1 პოსტი აქვს დარეკლამებული – რომელშიც კახა კალაძე „სოკარის“ პროექტის შესახებ რუსულად საუბრობს, თუმცა მის ფოტოებსა თუ ვიდეოებში ეს პოსტი არ გვხვდება.     

Screenshot 2024 06 14 at 5.45.37 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება
ინფორმაცია News247-ის შესახებ და გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკა

ფეისბუქ-ანგარიში Ladislau Alda X 2018 წლის 3 თებერვალს არის შემქნილი და გვერდის შესახებ გრაფაში პერსონალური ბლოგი აქვს მითითებული. გვერდზე მითითებულია ნომერიცა და მეილიც, ხოლო ნომერი ანგოლას კოდს შეიცავს. 

Screenshot 2024 06 14 at 5.45.44 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

მითითებული მონაცემების მიხედვით, ფეისბუქ-გვერდს ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან მართავენ. ასევე, გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გადასვლის შემდეგ ვხვდებით რამდენიმე დასპონსორებულ პოსტს, რომლებიც ფეისბუქის სტანდარტების დარღვევის გამო არის შეწყვეტილი.   

Screenshot 2024 06 14 at 5.45.50 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

თაღლითური პოსტები „სოკარის“ სახელით 

ინფორმაცია, თითქოს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს პროექტს, რომელშიც მოქალაქეებს ინვესტიციის ჩადება და თანხის გამომუშავება შეუძლიათ, მცდარია. მსგავსი ინფორმაცია კომპანიამ წარსულში მრავალჯერ უარყო. გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ 2024 წლის 1 თებერვალსაც არის გამოქვეყნებული “სოკარის” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორსაც” უთხრა, რომ პროგრამა, რომლითაც ადამიანებს თანხის გამომუშავებას ჰპირდებიან, არ აქვთ.  

Screenshot 2024 06 14 at 5.46.28 PM კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება

აღსანიშნავია ისიც, რომ „სოკარისა“ და კახა კალაძის სახელით თაღლითური შინაარსის პოსტები წარსულშიც გაუვრცელებიათ. დეტალები ვრცლად იხილეთ „მითების დეტექტორის მასალებში“ 

„სოკარის“ სახელით თაღლითურ პოსტებში ხშირად აყალბებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისა და თანამდებობის პირების სტატიებსა და ვიდეოებს. მსგავსი შინაარსის პოსტები „მითების დეტექტორმა“ წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:  


თორნიკე ელაშვილი 

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist