რედაქტირებულია კაია კალასის ბავშვობის ფოტო, რომელშიც საბჭოთა კავშირის დროშის ფონზე დგას

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კაია-კალასი
1.6k
VIEWS

12-16 დეკემბერს ქართულ (1;2) და რუსულენოვანმა (1;2;3;4;5;6) ფეისბუქ-მომხმარებლებმა და გვერდებმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ჩანს. ავტორები მიუთითებენ, რომ შავთეთრი ფოტო 1980-იან წლებშია გადაღებული – კალასი კომუნისტური პარტიის სიმბოლოს –  ნამგალისა და უროს ფონზე დგას, ყელსახვევი უკეთია და თმა ბაფთებით აქვს შეკრული. ფოტო ასევე გავრცელდა პლატფორმა Threads-სა და რუსულენოვან ვებ-საიტებზე (1;2;3)

რუსულენოვანი პოსტების უმრავლესობას იდენტური აღწერა ერთვის თან. ავტორები წერენ: “ცნობთ ამ გოგოს 1980-იანებიდან? პიონერის ყელსახვევი, ლენინისადმი ფიცი, ნამგალი და ურო ზურგს უკან. […] მისი ოჯახი საბჭოთა ნომენკლატურის უმაღლესი რგოლებიდან იყო. დღეს ეს გოგონა ევროკავშირის წამყვანი რუსოფობია, რომელიც ითხოვს იარაღს უკანასკნელ უკრაინელამდე და მთელ მსოფლიოს რუსეთის სიძულვილს ასწავლის…”

 კაია კალასი

 კაია კალასი

კაია კალასის ფოტო რედაქტირებულია და მისი დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. ღია წყაროებით იძებნება არაერთი მსგავსი ფოტო, რომელშიც მოხმარებლები, მათ შორის, აპლიკაციის დახმარებით, საკუთარ/სხვის სახეს სვამენ. ფოტოფაბრიკაციის ორიგინალი ვერსია რუს ფოტოგრაფ  ილია ვარივჩენკოს საკუთარ პლატფორმებზე  2016 წელს აქვს გამოქვეყნებული. 

ფოტო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამო კაია კალასის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ, 15 დეკემბერს ასევე გავრცელდა ბულგარულ Pravda-ზე. ფოტოს დართულია აქვს წარწერა: იცანით ფოტოზე პიონერი? ეს ჩვენი ევროპელი “ჭკვიანი გოგო” კაიაა, რომელიც არის კალასი – საბჭოთა რეჟიმის მოწამე (გასაკვირი არ არის, რომ მამა დიდი პარტიული ფიგურა იყო, ის იტანჯებოდა და სიძულვილით მიირთმევდა შავი ხიზილალის სენდვიჩებს…)

კაია კალასი
სქრინშოტი: bulgaria.news-pravda.com

14-17 დეკემბერს ფოტო გამოაქვეყნეს X-ის ანგარიშებმაც. ფოტოფაბრიკაციებს რუსული პოსტების მსგავსი ინგლისურენოვანი აღწერები აქვს დართული (1;2;3;4;5). პოსტებში მიუთითებენ, რომ კაია კალასი “საბჭოთა ნომენკლატურის” ნაწილია, “პიონერის ფიცი” დადო და ამჟამად ვლადიმერ ლენინისა და ბოლშევიკების სურვილის მიხედვით “კაპიტალისტურ ევროპას ანადგურებს”.

კაია კალასი
X-ზე გამოქვეყნებული ფოტოფაბრიკაცია

ფოტოს ორიგინალი ვერსია რუს ფოტოგრაფ ილია ვარივჩენკოს ეკუთვნის. 2018 წელს PIXLS.US-თან მიცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ ეს მის მიერ გადაღებული ყველაზე რეპროდუცირებადი ფოტოა.

კაია კალასი
ფოტო: ილია ვარივჩენკო

ილია ვარივჩენკოს აღნიშნული ფოტო საკუთარ პლატფორმებზე აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის Instagram გვერდსა და Flickr-ზე. ორივე პლატფორმაზე ფოტოები 2016 წელსაა ატვირთული. 

კაია კალასი
სქრინშოტები: Instagram/Flickr

გარდა ამისა, ამავე წელს ვარივჩენკოს იგივე ფოტოსესიიდან სხვა სტილის ფოტოებიც აქვს გავრცელებული.

კაია კალასი
ფოტოები: ილია ვარივჩენკო/Instagram

2020 წელს ფოტოგრაგმა Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უთითებს, რომ აღნიშნულ ფოტოსესიაში რუსი მოდელი ალლა ბრულეტოვა გადაიღო. იგი ასევე წერს, რომ ამ ფოტოსესიაზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად იყენებენ და ავრცელებენ საავტორო უფლების დარღვევით.  

კაია კალასი
პირველი ფოტო: ილია ვარივჩენკოს პოსტი; მეორე ფოტო: ალლა ბრულეტოვა/Instagram

აღსანიშნავია, რომ ფოტოს უკუძიების საშუალებით მივაკვლიეთ განსხვავებულ ვერსიებსაც, რომლებშიც სახე შეცვლილია. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აღნიშნულ ფოტოში სახის შეცვლის საშუალებას გვაძლევს ვებ-საიტი PhotoLab.me

კაია კალასი
სქრინშოტი PhotoLab.me-ს ვებ-საიტიდან

კაია კალასის გავრცელებული ფოტოფაბრიკაციის ორიგინალ ვერსიასა თუ სხვა რედაქტირებულ ფოტოებთან შედარებისას ნათლად ჩანს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფოტო რედაქტირებულია – ემთხვევა როგორც ფონი, ასევე ჩაცმულობა, ვარცხნილობა და აქსესუარები. კაია კალასის ფოტოფაბრიკაციას დამატებითად შავ-თეთრი ეფექტი ადევს, რათა, სავარაუდოდ, სიძველის ილუზია შეიქმნას.

კაია კალასი
კაია კალასის ფოტოფაბრიკაცია, PhotoLab-ის ნიმუში და ორიგინალი ფოტო

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist