გავრცელებული კადრები კურსკის ოლქში მყოფი უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარებას არ ასახავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

კურსკი
118
VIEWS

12 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა სხვადასხვა ფეისბუქ ანგარიშით გაავრცელა ვიდეოები (1, 2), სადაც მისი მტკიცებით ჩანს თუ როგორ ბარდებიან ტყვედ კურსკის ოლქში მყოფი უკრაინელი სამხედროები რუსებს. ვიდეოში აღნიშნავენ, რომ კურსკში “2 დღის წინ” 10 000 რუსი სამხედრო გაზის მილის გავლით უკრაინელების ზურგში მოექცა, ალყაში მოაქციეს დანაყოფები და შედეგად ბოლო 24 საათის მანძილზე მათ უკვე 50 000 უკრაინელი ჩაბარდა ტყვედ, დამატებით 100 000 კი ალყაშია მოქცეული და საკუთარ რიგს ელოდება. 

კურსკი

გავრცელებულ ვიდეოებში ნაჩვენები კადრების უმრავლესობა კურსკის ოლქში უკრაინელების ტყვედ ჩაბარების ფაქტს არ ასახავს. რეალურად მათი უმეტესობა 2022 წელს მარიუპოლშია გადაღებული. ამასთანავე, მცდარია იმის მტკიცება, თითქოს კურსკში 150 000 უკრაინელი იბრძვის – რეალურად მათი რიცხვი 10 000-ის ფარგლებში მერყეობს.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოები სხვადასხვა კადრებისგან შედგება, ნარატორი კი ამტკიცებს, რომ ბოლო დღეების მანძილზე კურსკის ოლქში რუსების წარმატებული შეტევის შედეგად, მათ ტყვედ უკვე ჩაბარდა 50 000 უკრაინელი სამხედრო და ვიდეოში ვხედავთ კიდეც ხელებაწეულ ასეულობით მათგანს. რეალურად, კადრების უმეტესობა მართლაც უკრაინელების ტყვედ ჩაბარების ფაქტს ასახავს, თუმცა ისინი რამდენიმე წლის წინ სხვა ტერიტორიებზეა გადაღებული. უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერი უკვე გამოეხმაურა ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ფეისბუქზე გავრცელებულ ორივე ვიდეოკოლაჟში, დასაწყისშივე გვხვდება. დმიტრო ლიხოვის პოსტის მიხედვით, აღნიშნული კადრი 2022 წლის აპრილშია გადაღებული და მასში ნაჩვენებია მარიუპოლში უკრაინის 501-ე ბატალიონის ტყვედ ჩაბარების კადრები. ჩვენ ვცადეთ აღნიშნული მტკიცების გადამოწმება და მივაკვლიეთ ამ კადრებს, რომელიც 2022 წლის აპრილში მართლაც არაერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა და აღწერის მიხედვით, ასახავს 501-ე ბატალიონის ტყვედ ჩაბარების პროცესს. 

კურსკი
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან
კურსკი
2022 წლის აპრილში გავრცელებული ვიდეო

ასევე მარიუპოლში მომხდარ ფაქტებს ასახავს არაერთი კადრი, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში გვხვდება: 

  1. კადრში, რომლითაც ვიდეო იწყება, უკრაინის 36-ე ბრიგადის დანებების მომენტს ვხედავთ, რომელიც ასევე 2022 წლის აპრილში მოხდა. 
კურსკი
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან
კურსკი
კადრი 2022 წლის 18 აპრილს ატვირთული ვიდეოდან
  1. 2022 წლის აპრილში, რუსების მტკიცებით მარიუპოლში მათ ტყვედ ჩაბარდა 1000-ზე მეტი უკრაინელი
კურსკი
ფოტო კადრები გავრცელებული ვიდეოდან
კურსკი
კადრი 2022 წლის 13 აპრილს გავრცელებული ვიდეოდან
  1. მომდევნო კადრი ასახავს 2022 წელს აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ტყვედ ჩაბარების ფაქტს
კურსკი
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან
კურსკი
კადრი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებული სტატიიდან
  1. რუსული მედიის მტკიცებით კურსკში უკრაინელი მებრძოლების ჩაბარებას ასახავს ერთ-ერთი კადრი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მათ 6 თვის წინ, 2024 წლის აგვისტოში გაავრცელეს
კურსკი
კადრი გავრცელებული ვიდეოდან
კურსკი
კადრი რუსული მედიის მიერ 2024 წლის აგვისტოში გავრცელებული ვიდეოდან
  1. მომდევნო კადრი ასახავს არა ტყვედ ჩაბარებულ უკრაინელ ჯარისკაცებს, არამედ ომში გაწვეული რუსი სამხედროების დალოცვის მომენტს
კურსკი
კადრები გავრცელებული ვიდეოდან
კურსკი
ფოტო NY Times-ის 2023 წლის სტატიიდან
  • რა ხდება კურსკში?

2024 წლის 6 აგვისტოს ყველასთვის მოულოდნელად უკრაინული შეიარაღებული ჯარების ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა და სწრაფად დაიკავა ტერიტორიები. საბოლოოდ მათ შეძლეს 1376 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლის დამყარება, თუმცა შემდგომში რუსული არმიისა და მათი მოკავშირე ჩრდილოეთ კორეის სამხედროების გააქტიურებას მოყვა ამ ტერიტორიების ნელ-ნელა დაკარგვა. მარტის დასაწყისში კი რუსებმა კიდევ უფრო გააძლიერეს შეტევები და უკვე დაიბრუნეს ამ მიწის 70%-ზე მეტი. ბოლო შეტევები საკმაოდ რთული გამოდგა უკრაინელებისათვის, რის გამოც მათ უკან დახევა მოუწიათ და როგორც საერთაშორისო მედიები იუწყებიან, უკვე აქტიურად მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი. 

ამ მომენტისთვის არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია ბოლო დღეებში კურსკში ტყვედ აყვანილი, დაჭრილი ან გარდაცვლილი უკრაინელების შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული მონაცემები სიმართლე ვერ იქნება. ნარატორის მტკიცებით, ბოლო დღეს ტყვედ უკვე ჩაბარდა 50 000 უკრაინელი, 100 000 კი ალყაშია მოქცეული. რეალურად კი, ისეთი რეპუტაციული მედიების ინფორმაციით, როგორებიცაა Político და Forbes, კურსკში მყოფი უკრაინელების რაოდენობა დაახლოებით 10 000 შეადგენს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist