იღებდა თუ არა ჯო უილსონი თანხას ლობისტური კომპანიის გავლით “ნაციონალური მოძრაობისგან”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ჯო უილსონი
2.1k
VIEWS

22 ივლისს ტელეკომპანებმა “იმედმა” (1,2,3) და POSTV-მ ასევე, ონლაინ გამოცემებმა (Newshub.ge – ნიუსჰაბი, Prime Time • პრაიმ ტაიმი, INFO9, Georgia First NEWS, Exclusive Media) და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის აქტის (FARA) ვებ-საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა და შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. 

ინფორმაცია ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემა “პოლიტიკურ პოსტშიც” გაჟღერდა. გადაცემი წამყვანის, ნუგზარ ხავთასის მიხედვით FARA-ს რეესტრის დახმარებით ვიგებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჯო უილსონსა და სხვა ამერიკელ პოლიტიკოებს ანტიქართული საქმიანობისთვის თანხას ურიცხავს.

კომენტარები ჯო უილსონის მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ “ქართული ოცნებისა” (შალვა პაპუავილი, ლევან მახაშვილი, ნინო წილოსანი, კახა კალაძე და მაკა ბოჭორიშვილი)  და “ხალხის ძალის” წევრებმაც (თამარ ჩიბურდანიძე და დავით ქართველიშვილი) გააკეთეს. ჩიბურდანიძის პოსტის ნაწილი “ხალხის ძალის” ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმაც გამოაქვეყნა. 

ჯო უილსონი
ჯო უილსონი

მედიის და ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებას კონგრესმენ ჯო უილსონს მანიპულაციურად უკავშირებს. ზოგიერთი მედიის გადაცემა და პოსტი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ ლობისტური კომპანიის გავლით “ნაციონალური მოძრობა” ჯო უილსონს საქართველოზე განცხადებების გაკეთებაში ფულს უხდიდა. რეალურად, პარტიას და Nelson Mullins Riley & Scarborough-სა შორის ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა, თუმცა ლობისტური კომპანიის მიერ უილსონის მისამართით ყველა დონაცია და ტრანზაქცია იქამდე განხორციელდა, სანამ ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა და ის “ნაციონალურ მოძრაობას” არ უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough დაიქირავა. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის რეესტრიდან ირკვევა, რომ მსგავსი შეთანხმება ნამდვილად შედგა. 

ჯო უილსონი

2025 წლის 1 ივლისით დათარიღებულ ხელშეკრულებაში, რომელიც FARA-ს რეესტრში 11 ივლისს გამოჩნდა, ვკითხულობთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ლობისტური კომპანია 6 თვით დაიქირავა. იმ აქტივობებს შორის, რომელსაც ლობისტური კომპანია განახორციელებს, დასახელებულია შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე ადვოკატირება, რჩევებისა გაცემა და დახმარების გაწევა აშშ-ში პარტიის საქმიანობის მხარდასაჭერად და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მცდელობის მხარდაჭერა. ხელშეკრულებას პარტიის მხრიდან ხელს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აწერს. 

ამ ხელშეკრულებასთან და შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობასთან, კონგრესმენი ჯო უილსონი მანიპულაციურადაა დაკავშირებული. 

FARA-ს რეესტრის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას ლობისტურ კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough-სთან 2025 წლის 1 ივლისამდე სხვა ხელშეკრულება არ ჰქონია. 

ჯო უილსონი

რაც შეეხება ლობისტური კომპანიისა და ჯო უილსონის კავშირს, როგორც FARA-ს რეესტრით, ასევე სხვა წყაროებით დასტურდება, რომ კომპანიას უილსონთან წარსულში არაერთხელ ჰქონია კონტაქტი. 

FARA-ს ვებგვერდზე, სექციაში “პოლიტიკური აქტივობის მქონე აქტიური რეგისტრატორები”  არსებული ინფორმაციით, Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP-ს ჯო უილსონთან დაკავშირებულ პირებთან, მათ შორის, მის მედია ასისტენტსა და თანაშემწესთან საკანონმდებლო საკითხებში, ბოლოს კონტაქტი 2023 წლის 15 ნოემბერს ბანგლადეშის მთავრობასთან ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა

ჯო უილსონი

ხოლო სექციაში “პოლიტიკური კონტრიბუციის მქონე აქტიური რეგისტრატორები”, ვხედავთ, რომ ბოლო დონაცია ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough-დან ჯო უილსონის მისამართით 2025 წლის 4 თებერვალს განხორციელდა

ჯო უილსონი

ამავე სექციიდან ვიგებთ, რომ უკანასკნელი დონაცია, ჯო უილსონმა კომპანია Thomas Capitol Partners-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თომას კიმისგან მიიღო.  

ჯო უილსონი

ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough-სა და უილსონის კავშირი სხვა წყაროებითაც დასტურდება. დამოუკიდებელი ორგანიზაცია Opensecrets-ის ინფორმაციით, უილსონი ლობისტური კომპანიისგან სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შემოწირულობებს იღებდა. 2023-24 წლების კამპანიის დროს უილონმა კომპანიისგან 10 000 აშშ დოლარი მიიღო. 

Screenshot 2025 07 23 160348 | mythdetector.com

შესაბამისად, არსებული მონაცემებით ჯო უილსონის ფინანსური კავშირი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ დასტურდება. Nelson Mullins Riley & Scarborough-ის მიერ უილსონის მისამართით ყველა დონაცია და ტრანზაქცია იქამდე განხორციელდა, სანამ კომპანია ქართულ პარტიასთან გააფორმებდა ხელშეკრულებას. მეტიც, FARA-ს რეესტრის მიხედვით, ნებისმიერი წყაროდან უილსონის მისამართით ტრანზაქციები 2025 წლის 1 ივლისამდე, ანუ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და ლობისტურ კომპანიას შორის ხელშეკრულების დადებამდე განხორციელდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჯო უილსონს საქართველოდან ლობიზმის სანაცვლოდ თანხის აღებაში ადანაშაულებენ. 2024 წლის დეკემბერში უილსონისა და ტელეკომპანია “ფორმულას” კავშირის შესახებ გავრცელდა დეზინფორმაცია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

არქივის ბმულები: 1234567891011121314151617181920


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
იმედი

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist