ჯო ბაიდენის ვარშავაში ვიზიტთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
4.5k
VIEWS

21 თებერვალს ჯო ბაიდენის ვარშავაში ვიზიტთან დაკავშირებით რუსულენოვანმა  და  ქართულენოვან,ა (1, 2, 3) ფეისბუკ ანგარიშებმა თვითმფრინავიდან რამდენიმე ადამიანის ჩამოსვლისა და ერთ-ერთი მათგანის დაგორების  ამსახველი ვიდეო გავრცელეს. აღწერის მიხედვით, კადრებში ჯო ბაიდენი ჩანს და ის ვარშავაში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას კიბეზე დაგორდა. ვიდეოზე პოლონური არხის TVP24-ის ლოგო და შემდეგი წარწერა ჩანს:    “აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში. ბაიდენის თვითმფრინავი ვარშავის აეროპორტში”. 

რუსული პროპაგანდისტული მედია – Царград  კადრებს ასევე ჯო ბაიდენს უკავშირებს.

Screenshot 6 8 | mythdetector.com

გავრცელებულ ვიდეოში ჯო ბაიდენი არ არის გამოსახული. კადრებში, რომელიც TVN24-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ნათლად ჩანს, რომ თვითმფრინვში უკანა კიბიდან ჩამოსვლისას ამერიკული დელეგაციის სხვა წევრი დაგორდა.

კიევში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ, 20 თებერვალს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა. მისი ჩასვლის და შემდეგ გადაადგილების კადრები უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა არხზე გადაიცემოდა. აღნიშნული კადრები TVN24-ის სპეციალური ეთერის გამოშვებიდანაა მოჭრილი, თუმცა სრულ ვერსიაში ნათლად ჩანს, რომ ვიდეოში თვითმფრინავის უკანა ბორტიდან ჩამოსვლისას ამერიკული დელეგაციის სხვა წევრი გორდება, ბაიდენი კი წინა კიბით სარგებლობს და კიბეზე შეუფერხებლად ჩამოდის.

TVN24-მა პოლონეთში ბაიდენის ვიზიტის შესახებ რამდენიმე სპეციალური გამოშვება და პირდაპირი ეთერი მოამზადა. ერთ-ერთ ნაწილში (Dzień po dniu, Wtorek 21.02 02:00-03:05) ვარშავის აეროპორტში ბაიდენის თვითმფრინავის დაჯდომა და იქიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის წევრების გადმოსვლა სრულადაა ასახული. 

პირველი კადრი, რომელშიც თვითმფრიანვის უკანა კიბიდან დელეგაციის წევრების ჩამოსვლაა ასახული ეთერში პოლონეთის დროით 21 თებერვლის 23:21 საათზე გავიდა. 

Screenshot 7 7 | mythdetector.com

23:22 საათის კადრებში  ჩანს, რომ თვითმფრინავის უკანა კიბეზე ჩამოსვლისას ერთი ადამიანი ვარდება. 

Screenshot 8 6 | mythdetector.com

დავარდნის შემდეგ კი ქვემოთ მყოფი ადამიანების ჯგუფი მის დახმარებას ცდილობს. 

Screenshot 9 6 | mythdetector.com

შემდეგ კადრში ნათლად ჩანს, რომ დავადრნის მომენტში თვითმფრიანვის წინა კართან კიბე ჯერ კიდევ არ დგას, რადგან ბაიდენი ამ მომენტში თვითმფრინავიდან ჯერ კიდევ არ ჩამოდიოდა. 

Screenshot 10 4 | mythdetector.com

ბაიდენი თვითმრფინავის წინა კარიდან 23:26 საათზე გამოვიდა და კიბეზე უპრობლემოდ ჩამოვიდა. 

Screenshot 11 3 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის თვითმფრინავიდან ჩასვლის კადრებს პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა. კადრებში ნათლაც ჩანს, რომ ბაიდენი კიბიდან შეუფერხებლად ჩამოდის. 

Screenshot 12 1 | mythdetector.com

წყაროს შესახებ:

ფანტ ინა  სხვადასხვა თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც ავრცელებდა. ფანტ ინა ერთ-ერთი იყო იმ ანტივაქსერულ ფეისბუქ-ანგარიშებს შორის, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონსპირაციების თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.  Ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist