24 სექტემბერს, ფეისბუქ მომხმარებელმა ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია ინტერვიუ მსახიობი ჯეისონ სტეითემთან. მსახიობი სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაზე და საზოგადოებაში მათ როლზე საუბრობს. სტეითემის თქმით, ბანკირები ყველაფერს იზამენ, რათა ხალხს დარჩეს ვალები. ვიდეოს გახმოვანების თანახმად, მსახიობი ასევე ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ყველაფერს იზამენ, რომ ხალხმა იავადმყოფოს, იარაღის მწარმოებლები ყველაფერს იზამენ, რომ ხალხმა ყოველთვის იომოს, მედია ყველაფერს იზამს, რომ ხალხმა სიმართლე ვერ გაიგოს, ხოლო მთავრობა კი ყველაფერს იზამს, რათა ყველაფერი ეს მოხდეს კანონის შესაბამისად.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დამუშავებულია და ჯეისონ სტეითემის ინტერვიუს ხმა პროგრამულად აქვს დადებული. ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში სტეითემი მისი მონაწილეობით გადაღებულ ახალ ფილმზე “Spy-ზე” და მის პერსონაჟზე საუბრობს, თუმცა მსახიობი ამ ინტერვიუში არსად ახსენებს ბანკირებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, იარაღის მწარმოებლებს, მედიას ან მთავრობას.
მსახიობ ჯეისონ სტეითემის ინტერვიუ იუთუბ პლატფორმის „Rotten tomatoes-ს” გვერდზე 2015 წლის 10 ივნისს გავრცელდა. სტეითემი ინტერვიუში, რომელიც თითქმის 3 წუთის ხანგრძლივობისაა, საუბრობს იმის შესახებ, რომ მისთვის ახალია კომედიური ჟანრის ფილმში მონაწილეობის მიღება, ასევე იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები და როგორი იყო მისი ურთიერთობა ამ ფილმის სხვა მსახიობებთან და ფილმის რეჟისორთან. სტეითემი ასევე გვაწვდის ინფორმაციას მის პერსონაჟთან დაკავშირებით. ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება სწორედ ამ ინტერვიუდან არის ამოჭრილი, რასაც, ჩაცმულობის გარდა, მსახიობის პირის მოძრაობა და ჟესტიკულაცია ადასტურებს.
კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან | კადრი ინტერვიუდან |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მითების დეტექტორს წარსულში გადაუმოწმებია მსგავსი ვიდეომანიპულაცია, რომელშიც ცნობილი ადამიანის ინტერვიუ იყო გამოყენებული. 2023 წელს მითების დეტექტორმა ასევე გადაამოწმა ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, სადაც, თითქოს ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი რუსულ ენაზე მარტივი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტის შესახებ საუბრობს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.