ჯარში გაწვევაზე ტრამპის ბრძანების შესახებ ინფორმაცია სატირული გამოცემიდან იღებს სათავეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტრამპი
573
VIEWS

3-4 მარტს ქართულმა და რუსულენოვანმა (1;2;3) ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ფეისბუქის პროფილზე უკრაინის დროშა უყენია, ჯარში გაწვევა გამოაცხადებს. პოსტებს თან ახლავს გამოცემა Тhe Babylon Bee-ის პოსტის სქრინშოთი.  

5 მარტს იგივე ინფორმაცია Babylon Bee-ზე დაყრდნობით, გაავრცელა პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-ის ერთ-ერთმა გვერდმა, POST News-მა.

ტრამპი ტრამპი

ინფორმაცია, თითქოს ტრამპი იმ ადამიანებინებისთვის, ვისაც ფეისბუქ-პროფილებზე უკრაინის დროშა უყენია, ჯარში გაწვევას გამოაცხადებს, სატირულ სტატიას ეყრდნობა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციას Тhe Babylon Bee-ზე დაყრდნობით ვრცელდება, თუმცა არც ფეისბუქ-ანგარიშები და არც POSTV არ მიუთითებენ, თუ რა ტიპის გამოცემაა ის. კომენტარებიდან ჩანს, რომ მომხმარებლები ინფორმაციას რეალურად აღიქვამენ. 

Тhe Babylon Bee ამერიკული სატირული გამოცემაა. მას მისიის განაცხადში ამის აღმნიშვნელი ინფორმაცია აქვს მითითებული. შესაბამისად, გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიები გამოგონილია, სახუმარო შინაარსისაა და რეალობას არ შეესაბამება. სტატია, თითქოს ტრამპი მათ, ვისაც პროფილზე უკრაინის დროშა აქვს, ჯარში გაიწვევს, 3 მარტს გამოქვეყნდა.  

ტრამპი

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მსგავსი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება, ამერიკის პრეზიდენტს ამის შესახებ არ დაუწერია არც Truth Social-ს საკუთარ ანგარიშზე.

“მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია Тhe Babylon Bee-ს სატირული სტატიები, რომლებიც რეალურ ინფორმაციად ვრცელდებოდა

არქივი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist