ჯანმო აცხადებს, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

12 მარტს ონლაინ გამოცემა CNEWS-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებაზე “ჯანმოს” პასუხი არ აქვს.” ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპის ათმა ქვეყანამ AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმედგო ვაქცინის გამოყენებაზე უარი თქვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ამის მიზეზი არ იციან და მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით “ასტრაზენეკას” ვაქცინის უსაფრთხოებას ახლა სწავლობენ.  სათაური კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით ჯანმოს პასუხი არ აქვს.

1

CNEWS სტატია  დეზინფორმაციულ სათაურსა და მანიპულაციურ მტკიცებას შეიცავს. “ასტრაზენეკას” უსაფრთხოება ჯანმოს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია. ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს უარი არ უთქვამს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენებაზე, არამედ დროებით შეაჩერა მათი მოხმარება. ამის მიზეზი პაციენტებში  ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების ნიშნების გამოვლენა გახდა და ეს მიზეზი ჯანმოსთვისაც ცნობილი იყო. ჯანმომ განაცხადა ისიც, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა საფრთხეს არ წარმოადგენს და ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.

11 მარტს ავსტრიის მარეგულირებელმა ორგანომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც პაციენტებში  ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების ნიშნები გამოვლინდა. შემდეგი დღეების განმავლობაში ანალოგიური გადაწყვეტილება ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, რაც სამედიცინო სფეროში ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისას ნორმალური მოვლენაა.

CNEWS-ის მტკიცებისგან განსხვავებით, ევროკავშირის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ განუცხადებია, რომ “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებაზე პასუხი არ აქვს და ორგანიზაციაში არ იციან, რატომ შეჩერდა ვაქცინის გამოქვეყნება ევროპის სახელმწიფოებში.

2

12 მარტს ამ თემაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ WHO-სთვის ცნობილია, რომ “ასტრაზენეკას” შეჩერების მიზეზი სისხლის შედედების შემთხვევები გახდა და ორგანიზაცია ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებაზე დაკვირვებას განაგრძობს. გებრეისუსმა ხაზი გაუსვა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) კომენტარსაც და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება გამოძიების პარალელურადაც შესაძლებელია.

12 მარტს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმაც გააკეთა. მან თქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა შესანიშნავია და კარგია, რომ თითოეულ საეჭვო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს, რადგან ეს ვაქცინაციის პროცესის გამართულობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ჰარისმა აღნიშნა ისიც, რომ ვაქცინაციასა და თრომბოემბოლიას შორის კავშირი არ დასტურდება და “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება. ჰარისმა უარყო ცნობა იმის შესახებაც, თითქოს “ასტრაზენეკას” ვაქცინის შედეგად განვითარებული თრომბით ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს წამომადგენლის მიხედვით, არცერთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას სიკვდილი არ გამოუწვევია.

AstraZeneca-ს წარმოებული კოვიდსაწინააღმედგო ვაქცინის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


არქივი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist