Snopes-ის მასალის მიხედვით
ივნისის თვეში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოკადრი ფილმიდან “კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი”, რომლის საფუძველზეც ამტკიცებდნენ, რომ ფილმმა კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველა. ფოტოზე ვხედავთ მთავარ გმირს, ხოლო მის უკანა მონიშნულია 2 ბილბორდი, რომელიც კონსპიროლოგების მტკიცებით კორონავირუსის ვიზუალი და ლუდი “კორონას” ბოთლია.
აღნიშნული კადრი მართლაც არის 2011 წლის ფილმიდან “კაპიტანი ამერიკა:პირველი შურისმაძიებელი” და იმ სცენას ასახავს, როდესაც ფილმის მთავარი გმირი სტივ როჯერსი 70 წლის შემდეგ თანამედროვე ნიუ იორკში გაიღვიძებს და პირველად გავა ბილბორდებით აჭრელებულ თაიმს სქვერზე. სწორედ ერთ-ერთ ბილბორდზე ჩანს სპაგეტი “ბარილას” რეკლამა, რომელიც შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა კორონავირუსის სიმბოლოში “აურიეს”.
იხილეთ სცენა ფილმიდან, სადაც 2:07 წუთზე ჩანს “ბარილას” რეკლამა.
შეგიძლიათ შეადაროთ კორონავირუსის გამოსახულება და 2011 წლის “ბარილას” რეკლამა:
“ბარილას” რეკლამა თაიმს სქვერზე
რაც შეეხება ლუდს “კორონა”, ის მართლაც იყო გამოსახული ნიუ იორკის ბილბორდებზე, თუმცა მექსიკური წარმოების ლუდის სახელის დამთხვევა ვირუსის სახელწოდებასთან, რასაკვირველია, პანდემიის წინასწარმეტყველებაზე არ მიანიშნებს.