ითვალისწინებს თუ არა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

215
VIEWS

2 ოქტომბერს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემებმა “მარშალპრესმა” და “INFO9”-მ გამოაქვეყნეს სტატიები, რომელშიც პოლიტიკური პარტია “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ მოლდოვას მოუწევს მისი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩს მოლდოვაში, იანის მაჟეიქსს წამოსცდა, რომ მთავრობასთან ფარული შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროინტეგრაციის სანაცვლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება. ამასთანავე, ქართველიშვილის მტკიცებით, “ევროინტეგრაცია ავტომატურად ითვალისწინებს ევროპული ეკონომიკის მიერ ყველანაირი ტიპის ყიდვისუნარიანობის ლეგალიზაციას”. 

სასოფლო-სამეურნეო მიწები

ქართველიშვილის მტკიცება, თითქოს მოლდოვას ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ მოუწევს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველიშვილი ასევე მანიპულირებს მოლდოვაში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, რომელმაც მართალია უცხოელებზე მიწების შესაძლო გაყიდვაზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს მოლდოვა თავად გადაწყვეტს. ამასთანავე, ოფიციალურად ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასოფლო-სამურნეო მიწის მნიშვნელობას და ქვეყანას უტოვებს მის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესების უფლებას.

  • რა თქვა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა?

28 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა მოლდოვაში, იანის მაჟეიქსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს შიში იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში დაიწყება მოლდოვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის  (ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან) მოქალაქეებზე. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდება გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში. ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში კაპიტალის თავისუფალი მოძრაობაა და ყველა მოქალაქეს სხვა წევრ სახელმწიფოში ნებისმიერი რამის ყიდვის უფლება აქვს. მაჟეიქსმა დაამატა, რომ გასათვალისწინებელია მოლდოვას სიღარიბე და ამიტომ დეტალები მოლაპარაკებისას გადაწყდება, თუმცა მისი აზრით მიწების უცხოელებზე გაყიდვა შესაძლოა უკეთესიც კი იყოს, რადგან ქვეყანაში ბევრი სოფელი მიტოვებულია და ამ მიწების უცხოელებზე მიყიდვით, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“გავრცელდა ჭორი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს, რომ მიწა უცხოელებზე გაიყიდება და ეს შიში უკვე არსებობს ზოგიერთ ადგილას. უნდა აწუხებდეს თუ არა ეს მოლდოველებს ? – ეს ასპექტი განიხილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დროს. მართლაც, ევროკავშირში არის კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, იმისათვის რომ ერთი წევრი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს იყიდოს ნებისმიერი რამ სხვა წევრ ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ მოლდოვის რესპუბლიკა ამჟამად ღარიბი სახელმწიფოა და შესაძლებელია ამ სფეროში მოლდოვა ითხოვს გარდამავალ პერიოდს, მე ამას ჩვეულებრივ არ წავახალისებ, რადგან გარდამავალი პერიოდი გამონაკლისია და, შესაბამისად, გამონაკლისები არ არის კარგი სამართლებრივი სისტემისთვის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეიძლება იყოს პოზიტიური რამ ქვეყნისთვის. მე ვხედავ ბევრ სოფელს მიტოვებულს ან ძალიან მცირე მოსახლეობით და რა თქმა უნდა, ამ რაიონებში მიწა უცხოელებზე რომ იყიდებოდეს, ამ ადგილებში მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნებოდა“. – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია და შექმნა წარმოდგენა, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მოლდოვური მიწები უცხოელებზე გაიყიდებოდა, მოლდოვაში უარყვეს მოვლენების მსგავსი განვითარების სცენარი. პრეზიდენტმა მაია სანდუმ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არანაირ საფრთხეს არ უქმნის მოლდოვურ მიწებს და ის მომავალშიც მოლდოველების ხელში დარჩება. მან აღნიშნა, რომ არაერთ სხვა წევრ სახელმწიფოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დროს მიუღწევია მსგავსი შეთანხმებისთვის და შედეგად მათ დაიტოვეს სრული უფლებები სასოფლო-სამურნეო მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. 

  • როგორი პოლიტიკა აქვს ევროკავშირს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით?

3 ოქტომბერს, გავრცელებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა თავად იანის მაჟეიქსი და განმარტა მისი წინა განცხადების შინაარსი. მან პირველ რიგში ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვური მიწები არ გაიყიდება უცხოელებზე და არავინ (იგულისხმება ევროკავშირი) არ დაუწესებს მოლდოვას კანონს, რომელიც მათ აიძულებს ეს გააკეთონ. 

TVR Moldova-სთან კომუნიკაციაში, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მიწის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ეროვნულ ხელისუფლებას აქვს და ევროკავშირის დონეზე არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც მათ მიწის გაყიდვას დააძალებს. მან ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის მთავარი მიზანი სწორედ კანდიდატი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა და მაია სანდუს მსგავსად აღნიშნა, რომ უკანასკნელ 20 წელში მიღებული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა მოლაპარაკების პროცესში მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან და ნაწილობრივ ან სრულად აკრძალა მიწების უცხოელებზე გაყიდვის შესაძლებლობა. 

ევროკომისიის ფარგლებში 2021 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის რეგულაციების მიღება და განხორციელება ექვემდებარება წევრი სახელმწიფოების იურიდიქციას. თუმცა, ამ მიწების გაყიდვა მაინც ექცევა ევროკავშირის იურისდიქციაში, რადგან ორგანიზაციის ხელშეკრულებების მიხედვით კაპიტალის მოძრაობაზე (ყიდვა-გაყიდვა ევროკავშირის შიგნით) შეზღუდვების დაწესება იკრძალება. ამისდა მიუხედავად, ევროკავშირის ხელშეკრულებები აღიარებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელობას და წევრ სახელმწიფოებს აძლევს მასში უცხოური ინვესტიციების ჩადებაზე ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის დაწესების უფლებას. ეს შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვა უნდა იყოს ეროვნული/საზოგადოებრივი ინტერესების პროპორციული. თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რთულია  საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისას განისაზღვროს რა არის პროპორციული და რა- არაპროპორციული. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა საშუალებას მოლდოვისათვის, რომ მოლაპარაკების პროცესში დაიტოვოს მისი მიწების განკარგვის სრული უფლება, რაც, როგორც პრეზიდენტმა და ელჩმა აღნიშნეს, აქამდეც არაერთ სახელმწიფოს გაუკეთებია. 

ასევე აღსანიშნია, რომ გავრცელებულ განცხადებაში ქართველიშვილი წერს, თითქოს კორპორაცია Blackrock-მა უკრაინაში მილიონობით ჰექტარი მიწა შეიძინა. იგი სავარაუდოდ გულისხმობს აქამდე არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც Blackrock-ის მფლობელობაში მყოფმა 3-მა კომპანიამ Dupont-მა, Cargill-მა და Monsanto-მ უკრაინაში 17 მილიონი ჰექტარი მიწა შეიძინეს. აღნიშნული მტკიცება “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა და დადგინდა, რომ ეს დეზინფორმაციაა. უკრაინის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აკრძალულია. ამასთანავე, აღნიშნული სამი კომპანია უკრაინის მიწების მესაკუთრეების სიაში არ იძებნება. 

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, მოლდოვა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist