ითხოვს თუ არა რომის პაპი სამოთხეში მოსახვედრად ვაქცინაციას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

603
VIEWS

2021 წლის 4 მაისს “ხარისხის არხის” ტელეწამყვანმა დავით გიორგობიანმა პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, რომის პაპმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული ადამიანები სამოთხეში ვერ შევლენ. გიორგობიანის თქმით, პაპის ამგვარმა “კურთხევამ” ხალხს უნდა დაანახოს, რომ სინამდვილეში ყველა რელიგიას ერთი ღმერთი არ სწამს.

;
დავით გიორგობიანის მტკიცება, თითქოს რომის პაპმა ვაქცინაცია სამოთხეში მოსახვედრად აუცილებელ პირობად დაასახელა, სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინაციას მხარს უჭერს, თუმცა მას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მსგავსი შინაარსის ინფორმაციის პირველწყარო კი სატირულმა გამოცემა The Babylon Bee-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამბავი გამოგონილია. 

ამერიკულმა სატირულმა გამოცემამ The Babylon Bee რომის პაპის შესახებ აღნიშნული ხუმრობა 2020 წლის 30 ნოემბერს შემდეგი სათაურით გაავრცელა – “პაპი ფრანცისკეს თქმით, კორონავირუსის ვაქცინა სამოთხეში შესასვლელად აუცილებელი იქნება”. სატირული შინაარსის ახალ ამბავში პაპი ფრანცისკეს შემდეგ ყალბ ციტატასაც ვხვდებით: “უნდა ვუფრთხილდეთ უდიდეს მიწიერ ცოდვას: COVID-19-ის ვაქცინის არმიღებას. ღმერთმა პირადად გამაფრთხილა, რომ არავის შეუშვებს სამოთხეში, ვინც ამ უსაფრთხო ვაქცინის ორივე დოზას არ მიიღებს!”

სატირული ამბავი რეალურ ფაქტად პირველად ფეისბუქის ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმა 2020 წლის დეკემბერში გააზიარეს. პარალელურად დეზინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზეც გამოჩნდა. ერთ-ერთი რუსული ბლოგის თანახმად, პაპი ადამიანებს არა მხოლოდ ვაქცინაციის, არამედ ხელზე და შუბლზე ანტიქრისტეს ნიშნის აღბეჭდვისკენაც მოუწოდებდა. ხოლო ზოგიერთმა რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ The Babylon Bee სანდო წყაროდ მიიჩნია და მასზე დაყრდნობით, ახალი ამბავი მოამზადა.

;;
რეალურად, პაპი ფრანცისკე კორონავირუსის ვაქცინების მხარდამჭერია და იგი ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბრიდან საუბრობდა. პირველი ვაქცინების გამოჩენის შემდეგ, პაპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე უნდა იმუშაოს და გლობალური სამედიცინო კრიზისის დაძლევას ნაციონალიზმმა ხელი არ უნდა შეუშალოს. პაპი ფრანცისკე კორონავირუსზე 2021 წლის 14 იანვარს აიცრა. ვაქცინაციის თემას პაპი 2021 წლის 4 აპრილს სააღდგომო ქადაგებაშიც შეეხო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად უნდა იმუშაოს, რადგან ვაქცინა აუცილებელი იარაღია პანდემიის დასამარცხებლად.

The Babylon Bee-ის შესახებ

The Babylon Bee კონსერვატიული ონლაინ გამოცემაა, რომელიც რელიგიის, პოლიტიკის, საჯარო ფიგურებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სატირულ ახალ ამბებს ამზადებს. გამოცემა 2016 მარტში შეიქმნა. ჩვენს შესახებ განყოფილებაში მას მითითებული აქვს, რომ ის სატირული ხასიათისაა და წერს ქრისტიანობის, პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ვებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გასაჩავრების სურვილის შემთხვევაში კი გამოცემა მკითხველს ურჩევს, ღმერთს მიმართოს.

;
2019 წლის 16 აგვისტოს The Conversation-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, The Babylon Bee ერთ-ერთია იმ სატირულ გამოცემათაგან, რომლის მიერ შექმნილ ხუმრობებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად მიიჩნევენ რეალურ ამბებად.


დავით გიორგობიანის შესახებ

დავით გიორგობიანი “ხარისხის არხის” წამყვანია, რომელიც ანტიდასავლური კონსპირაციებით არის ცნობილი. მედიაჩეკერის თანახმად, არხზე უდიდესი დრო ეთმობა, ID ბარათების კრიტიკას, „მხეცის ნიშნებსა და ჩიპებზე“ საუბარს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist