იტალიელი კარდინალის ციტატა ქართველების გულში ჩაკვრისა და ევროკავშირის ანათემაზე გადაცემის შესახებ სატირულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფაქტ ჩექერები; ფაქტჩექერი; ყალბი ახალი ამბები
2.1k
VIEWS

სოციალურ ქსელში იტალიელი კარდინალის ჯოვანი ბატისტა რეს შემდეგი ციტატა ვრცელდება (1,2,3,4,5,6,7,8,9,10): “ვუსმენდი ქართველების ამ საოცარ ხმას სიქსტეს კაპელაში, მათ “ოროველას,”  პური ჩვენი არსობისას საგალობელს, ჰიმნს ღმერთთან მოშორების სევდაზე, პატიოსანი, მუშაკი კაცის მედიტაციას და ცრემლები მდიოდა.

თუ ევროკავშირი ამ ხალხს ჩემი მიწიერი ყოფის განმავლობაში გულში არ ჩაიკრავს, ყველას ანათემას გადავცემ.”

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი სიქსტეს კაპელაში 26 ივნისს გამოვიდა. აღნიშნული ციტატის გავრცელება სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში მათ შორის “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებში” სწორედ 26 ივნისის საღამოს დაიწყო. 

Screenshot 3 11 | mythdetector.comScreenshot 4 11 | mythdetector.com

კარდინალი ჯოვანი ბატისტა რეს ციტატა გამოგონილია და ის ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა სატირულად გაავრცელა. რეალურად, კარდინალს სიქსტეს კაპელაში ქართველების გამოსვლის მოსმენის შემდეგ არ უთქვამს, რომ თუ ევროკავშირი მათ გულში არ ჩაიკრავდა, ყველას ანათემას გადასცემდა. 

26 ივნისის საღამოს 21:33 საათზე ფეისბუქ მომხმარებელმა Guram Megrelishvili კარდინალ ჯიოვანი ბატისტა რეს გავრცელებული ციტატა გამოაქვეყნა.

Screenshot 5 12 | mythdetector.com

პოსტის კომენტარებიდან აშკარაა, რომ ციტატა გამოგონილია, სატირული შინაარსით გავრცელდა და სიმართლეს არ შეესაბამება. 

Screenshot 6 12 | mythdetector.com

აღსანიშნავია ისიც, რომ გურამ მეგრელიშვილი წარსულში სხვა ცნობილი ადამიანების მათ შორის ელისაბედ მეორესა და ლუქსემბურგის ჰერცოგის სატირული შინაარსის მქონე გამოგონილ ციტატებსაც ავრცელებდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ პოსტში ელისაბედ მეორე ელარჯის შესახებ საუბრბოს, ხოლო ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი – კახური სუფრის. 

Screenshot 7 13 | mythdetector.com

საინტერესოა ისიც, რომ გურამ მეგრელიშვილის მიერ კადრინალის გამოგონილი ციტატის გავრცელების შემდეგ ეს ინფორმაცია, გარდა სხვადასხვა ფეისბუქ მომხმარებლისა და გვერდისა,  ონალინ გამოცემა Exclusivetv.ge-მაც გამოაქვეყნა. თუმცა მასალა ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა. 

Screenshot 8 13 | mythdetector.com

ხაზგასასმელია, რომ კარდინალი ჯოვანი ბატისტას აღნიშნული ციტატა ვატიკანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან ტვიტერის ანგარიშზე არ იძებნება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, საქართველო

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist