ისრაელში ნგრევის ამსახველი ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ისრაელში
489
VIEWS

16 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა “ძირს სიონისტთა სისტემა” გამოაქვეყნა ვიდეო-კოლაჟი, რომელიც პალესტინასა და ისრაელში ნგრევას ასახავს. კადრები 2025 წლითაა დათარიღებული.

ისრაელში

ვიდეო, რომელიც ისრაელში ნგრევას ასახავს ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული და რეალობას არ შეესაბამება.

კოლაჟის პირველი ნაწილი, რომელიც ღაზას ასახავს, რეალურია და მისი პირველწყარო ჟურნალისტი ოსამა აბო რაბია. ვიდეო ინსტაგრამზე 23 იანვარს გამოქვეყნდა.

ისრაელში

კოლაჟის მეორე ნაწილს რაც შეეხება, ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და შესაბამისად ისრაელს არ ასახავს. ვიდეო სხვადასხვა პლატფორმებზეც გავრცელდა. X–ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთი უკეთესი ხარისხის ვერსიაში უფრო შესამჩნევია ხარვეზები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიზუალს ახასიათებს. შენობების სახურავზე ადამიანები გამოსახულებები და ჩრდილები უძრავია, როცა გამოსახულებაში ჩანს, როგორ მოძრაობენ მანქანები. ასევე კადრებში არაბუნებრივად ჩანს ხეებიც და შენობების ნგრევის მიუხედავათ, ხეებს დაზიანების კვალი არ ეტყობა.

ისრაელში

ვიდეო ფაქტების გადამოწმების არაბულმა სააგენტომ, Misbar–მაც გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ვიდეო ტიკ-ტოკ გვერდიდან 3amelyon3 გავრცელდა. Misbar-ის თანახმად, ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ირან-ისრაელის კონფლიქტის დაწყებამდე, 28 მაისს გამოქვეყნდა, შესაბამისად, ის ისრაელზე შეტევების შედეგად გამოწვეული ნგრევის ამსახველი ვერ იქნება. Misbar-ის თანახმად, აღნიშნული ტიკ-ტოკ ანგარიში ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიზუალებს აქვეყნებდა.


AD 4nXcOv3nbhFoSRrGh MsqexYMeQDu3kGMV82 87SPAyLYd6SKx8LlNrxUZnwEt1JnLf0HGLnE Mw4Xr m0CYO LvYvFSDalPjGt9ENpVcI6 JfCRJFCJkpbnukO7XXlFw9JCjIqh4K43j8SMs3QQMlvg?key=ZwTXE4ZFatZRcJpIa8Whhw ისრაელში ნგრევის ამსახველი ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული

სქრინშოთის წყარო Misbar

23 ივნისის მონაცემებით 3amelyon3-ზე პოსტები წაშლილია, თუმცა ანგარიშის აღწერაში მითითებულია ტელეგრამ-არხი @amelyon313, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი და ნგრევის ამსახველი ვიდეოებია გამოქვეყნებული. 

ისრაელში

ტელეგრამ არხზე კვლავ იძებნება ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო, რომელსაც ისრაელს მიაწერენ. АI გენერირებული ვიდეო ტელეგრამზე 28 მაისს ირანის და ისრაელის კონფლიქტამდეა გამოქვეყნებული.

ისრაელში

მოამზადა ნინო კვარაცხელიამ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist