ინფორმაცია, თითქოს ისრაელის ტელეარხები თანამშრომლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ისრაელის ტელეარხები
128
VIEWS

16 ივნისს საინფორმაციო სააგენტო INFO 9-მ  და ნიუსჰაბმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელის ტელეარხები, TV12 და TV14 თავიანთ თანამშრომლებს დაუყოვნებელი ევაკუაციისთვის მომზადებისკენ მოუწოდებენ. ნიუსჰაბს საინფორმაციო ბარათზე წყარო მითითებული არ აქვს, INFO9 კი წერს, რომ ცნობა Reuters-მა გაავრცელა. 

ინფორმაცია 16 ივნისს ასევე გაავრცელა რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა.

ისრაელის ტელეარხები

ისრაელის ტელეარხები

ისრაელის ტელეარხების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა. მსგავსი შინაარსის სტატია არც Reuters-ისა და არც სხვა საერთაშორისო მედიების ბაზებში არ იძებნება. მოწოდებას ვერ ვხვდებით თავად TV 12-ისა და TV 14-ის პლატფორმებზე. ინფორმაციის უცხოური წყარო X-ის ანგარიში Clash Report გახლავთ, რომელსაც ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. 

ინფორმაცია, თითქოს ისრაელის სატელევიზიო არხებმა საკუთარ თანამშრომლებს დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის მომზადება სთხოვეს, არ გაუვრცელებიათ არც თავად ამ არხებს (1;2) და არც სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიას, მათ შორის, Reuters-ს. ღია წყაროებში ინფორმაცია მხოლოდ X-ის უცხოენოვან ანგარიშებზე იძებნება (1;2;3;4). მათ შორის წყაროდ Reuters-ს უთითებს ანგარიში სახელწოდებით “Clash Report”, რომელსაც ყალბი ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. ევაკუაციისთვის მზადების მოწოდების შესახებ ცნობა უცხოენოვანმა ანგარიშებმა 16 ივნისს გაავრცელეს, რის შემდეგაც, იმავე დღეს, ინფორმაცია ქართულ ონლაინ მედიებშიც გავრცელდა.   

ისრაელის ტელეარხები
Clash Report-ის პოსტი X-ზე

რეალურად, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას დაბომბა, საპასუხოდ, ირანულმა მხარემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის მე-12 და მე-14 არხებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შესაბამისად, მოწოდების ავტორი არა ისრაელის ტელევიზიები, არამედ ირანია. 

Clash Report- ის შესახებ 

ანგარიში სახელწოდებით “Clash Report” X-ს 2015 წელს შეუერთდა და ამჟამად 591 ათასი გამომწერი ჰყავს. ინფორმაციის გასავრცელებლად მედიასაშუალება აქტიურად იყენებს Telegram-ს. მისი აღმასრულებელი დირექტორი თურქი  ჯუნეით პოლატია. ისრაელისა და ირანის დაპირისპირების მიმდინარეობისას ანგარიში ისრაელის ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს აქვეყნებს. 

ისრაელის ტელეარხები

Clash Report ასევე აქტიურად აშუქებდა დაპირისპირებებს ინდოეთსა და პაკისტანს შორის, აშკარა პრო-პაკისტანული განწყობებით, რის გამოც ხშირად მათი გავრცელებული ინფორმაცია ან ყალბი იყო, ან ემსახურებოდა პაკისტანული ნარატივებისა და პროპაგანდის გავრცელებას, რისთვისაც იყენებდნენ ძველ ფოტოებსა და მანიპულაციის სხვა საშუალებებს. მათზე ინფორმაციას thedisinfolab.org გვაწვდის. დღესდღეობით ამ მიზეზებით X-ის ეს ანგარიში ინდოეთში დაბლოკილია.   
არქივი (1;2)


დავით თაბუაშვილი 

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist