ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო ისრაელის პრემიერ-მინისტრის გაქცევას ბუნკერისკენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

197
VIEWS

1-2 ოქტომბერს დეზინფომაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, გიორგი ყუშიტაშვილმა და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4.) გაავრცელეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიდეო. კადრებში ჩანს როგორ გარბის შენობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი გაურკვეველი მიმართულებით. პოსტების ავტორების მტკიცებით, ეს კადრები 1 ოქტომბერსაა გადაღებული და ასახავს ბუნკერის მიმართულებით მორბენალ ნეთანიაჰუს, მას შემდეგ რაც ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი

მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ გარბის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბუნკერისკენ, სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტების ავტორები ვიდეომანიპულაციას მიმართავენ. რეალურად, ვიდეო 2021 წელსაა გადაღებული, როდესაც ნეთანიაჰუ ქნესეტში (ისრაელის პარლამენტი) ერთ-ერთი კანონის დამტკიცების პროცესში ხმის მისაცემად გარბის. 

1 ოქტომბრის საღამოს ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების მტკიცებით, ნეთანიაჰუს ვიდეოც სწორედ ამ დროსაა გადაღებული და პრემიერ-მინისტრი ბუნკერისკენ შეშინებული გარბის. რეალურად, კადრებში ჩანს როგორ გარბის ისრაელის ამჟამინდელი ლიდერი ქნესეტის (ისრაელის პარლამენტი) შენობაში. ნეთანიაჰუმ ეს ვიდეო 2021 წლის 14 დეკემბერს მის პირად X (ყოფილი ტვიტერი) ანგარიშზე ატვირთა, წარწერით: “მე ყოველთვის ვამაყობ, რომ თქვენთვის გავრბივარ. ეს (ვიდეო) გადაღებულია ნახევარი საათის წინ ქნესეთში”. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ერთ-ერთ ისრაელურ გამოცემაში აღწერილია დეტალები, რატომ მოუწია სირბილი ნეთანიაჰუს, რომელიც იმ დროისთვის ოპოზიციის ლიდერი იყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ დღეს საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვან კანონპროექტს განიხილავდნენ. ნეთანიაჰუ კონკრეტულ მომენტში ქნესეტის შენობის ერთ-ერთ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ხმის მისაცემად დაუძახეს და იმისთვის, რომ მას პროცედურისთვის მიესწრო, სირბილი მოუწია. 

წყაროს შესახებ:

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ისრაელის შესახებ სხვადასხვა შინაარსის დეზინფორმაცია და მანიპულაცია წარსულშიც მრავალჯერ გაუვრცელებია.

ფეისბუქ-ანგარიში Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია

რუსულენოვანი ანგარიშები Лариса Шаламова და Svetlana Rimsa  სისტემატურად ავრცელებენ პრორუსული, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის მქონე ინფორმაციებს. მათი არაერთი პოსტი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ.

asakhavs thu ara gavrtselebuli video israelis premier ministris gaqtsevas bunkerisken2 ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო ისრაელის პრემიერ-მინისტრის გაქცევას ბუნკერისკენ?

asakhavs thu ara gavrtselebuli video israelis premier ministris gaqtsevas bunkerisken3 ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო ისრაელის პრემიერ-მინისტრის გაქცევას ბუნკერისკენ?

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist