ისრაელ-ირანის კონფლიქტზე მორიგი ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ისრაელ - ირანი
143
VIEWS

14 ივნისს ფეისბუკ მომხმარებელმა, Dato Faika Nacvlishvili, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, ისრაელ-ირანის კონფლიქტს უკავშირდება. ვიდეოში მთაში ხალხის გადაადგილება ჩანს. 

ისრაელ-ირანი

ვიდეოს ისრაელ-ირანის კონფლიქტთან კავშირი არ აქვს. კადრები კონფლიქტის დაწყებამდე 16 დღით ადრე, 29 მაისს, ტიკტოკზე გამოქვეყნდა და ნეპალში, დოლპას რეგიონშია გადაღებული. ვიდეოში ხალხი ე.წ. სამკურნალო სოკოს – “ჰიმალაის ოქროს” აგროვებს. 

აღნიშნული ვიდეო ისრაელ-ირანის კონფლიქტს არ უკავშირდება და თავდაპირველად ტიკტოკ ანგარიშზე nedo.soch  2025 წლის 29 მაისს გავრცელდა. კადრები ისრაელ-ირანის კონფლიქტმდე 16 დღით ადრე გამოქვეყნდა და ნეპალიშია გადაღებული. 

AD 4nXclwxio9XJSIWNVJNzxFHwY997ic9JxFkaem7CRDE2NkZaUHNUZ8j6TqIfPAEzuCSi4eIM9gmCeLdnsx8pT4y8ybH7H7G8naTB1W 0PVtJBxkbNdObci 7W8gAmytYoSqtCrnlSfg?key=r7 tXOEU5nZZEA1 pvMaIQ | mythdetector.com

წყარო: nedoyatrisoch

მოგვიანებით, 2 ივნისს ვიდეო ინსტაგრამ-გვერდმა madeinnepal143 გამოაქვეყნა. აღნიშნული გვერდი ნეპალის კულტურას უწევს პოპულარიზაციას და ქვეყნის ტრადიციებზე სხვადასხვა ინფორმაცია იდება. აღწერაში მითითებულია, რომ ვიდეოში ჩანს ნეპალის დოლპას რეგიონში ყოველწლიური იშვიათი სამკურნალო სოკოს შეგროვების პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც “ჰიმალაის ოქრო”.  madeinnepal143 -ის წყაროდ nedo.soch აქვს მითითებული. 

ისრაელ-ირანი

წყარო: madeinnepal143 

აღნიშნული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების პლატფორმა  Factly.in – მაც გადაამოწმა.  

მიმდინარე კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის 13 ივნისს დაიწყო, როდესაც ისრაელი თავს დაესხა ირანს, რის საპასუხოდაც ირანმა ისრაელი, მათ შორის, დედაქალაქი თელ-ავივი დაბომბა. ისრაელის ძირითადი სამიზნე ირანის ატომური ინფრასტრუქტურა, სამხედრო გენერლები და ირანის ბირთვული იარაღის ჩართული მეცნიერები არიან. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2025 წლის 23 ივნისს განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. 

აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” არაერთი მცდარი ცნობა და ვიზუალური მანიპულაცია გადაამოწმა.


მოამზადა ანი გოგსაძემ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი, ისრაელი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist