ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.7k
VIEWS

16 აპრილს რუსთავი 2-ის გადაცემაში ”ღამის კურიერი” ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ში  არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და აშშ-ში NGO-ების შექმნა შეუძლებელია.

Screenshot 2025 04 17 183326 ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, მცდარია

ირაკლი კობახიძე: “ამერიკაში რატო არ არსებობს NGO-ები? ამერიკას ვერავინ ვერ აკადრებს იმას, რომ უხეშად შეიჭრას ამერიკულ პოლიტიკაში გარედან. ამიტომ არ არსებობს NGO-ები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგიერთ სხვა განვითარებულ, ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამერიკაში NGO-ებს ვერ შექმნი. არავის არ მოუვა აზრად, რომ NGO-ები გამოიყენოს ამერიკაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის…”

ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ში დაახლოებით 1.5 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ში, დაახლოებით, 1.5 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) არსებობს. ეს ორგანიზაციები ბევრ სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ და პოლიტიკურ ადვოკატირებასაც ეწევიან ისეთ თემებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, არჩევნები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, ქალთა უფლებები, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.  

აშშ-ში არაერთი ცნობილი საერთაშორისო და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიანობს, მაგალითად Human Rights Watch, რომელიც ადამიანის უფლებების კვლევითა და ადვოკატირებითაა დაკავებული. ის აშშ-ში დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. მაგალითად ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ Amnesty International USA, ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციის Аmnesty International-ის ამერიკული სექცია.   

აშშ-ის კანონმდებლობა არ ზღუდავს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნასა და მუშაობას აშშ-ში. გარდა ამისა, ზოგადად არ არსებობს სპეციფიკური საკანონმდებლო შეზღუდვები აშშ-ში მოქმედი NGO-ების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. თუმცა ორგანიზაციებზე, ისევე როგორც მოქალაქეებზე, ვრცელდება ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა ტერორისტული ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების აკრძალვა. ასევე, შეზღუდვებია პოლიტიკური კანდიდატების პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზე უცხოური სუბიექტების მიერ. თუმცა, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებული და კვლევითი ცენტრების სახით ფუნქციონირებენ ან თანამშრომლობენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ამერიკულ ორგანიზაციებთან, ატარებენ კონფერენციებს, აწყობენ გაცვლით პროგრამებს, აფინანსებენ და მუშაობენ საერთო პროექტებზე ამერიკულ ორგანიზაციებთან, ასევე, თავისუფალი არიან თავის საქმიანობაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე განმარტებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება ეხებოდეთ ისეთი კანონები და რეგულაციები, რომლებიც საიმიგრაციო საკითხებს, ვიზებს, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, ლობიზმს, ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გათეთრებას ზღუდავს და არეგულირებს, თუმცა ეს კანონები ეხება არა ექსკლუზიურად არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ზოგადად ყველა სახის ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებსაც. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი უნდა შეიკავონ იმ მთავრობებთან და ინდივიდებთან თანამშრომლობისგან, რომლებიც აშშ-ის მიერ სანქცირებულები არიან ან ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევიან. თუმცა სხვა მხრივ NGO-ები თავისუფალი არიან ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების მთავრობებთან თავიანთი მიზნების შესასრულებლად და აშშ არ ზღუდავს ამ ორგანიზაციების საქმიანობას საზღვარგარეთ ან საზღვარგარეთ დონორების მოძიებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) უცხოეთის გავლენის სტატუსის განსაზღვრისას მხოლოდ უცხოური წყაროდან დაფინანსების მიღებას არ ეყრდნობა. აუცილებელია, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს ბრძანებით, მოთხოვნით ან კონტროლის ქვეშ უნდა მოქმედებს და ეწეოდეს პოლიტიკურ აქტივობას უცხოური ძალის სასარგებლოდ და ცდილობდეს გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გარკვეული მთავრობები არასწორად ასკვნიან, რომ FARA აშშ-ში პოლიტიკურ თავისუფლებას ზღუდავს. FARA არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არ არეგულირებს გავრცელებული ინფორმაციის შინაარს, არ ზღუდავს აგენტის ლობისტურ საქმიანობას ან მის მიერ მასალების გამოქვეყნებას და არ ზღუდავს დაფინანსების მიღებას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა აღნიშნული, აშშ-ს მტკიცედ სჯერა, რომ სახელმწიფო კონტროლისგან თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

“აშშ-ის ისტორიის პირველი დღეებიდან სამოქალაქო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის უფლებების დაცვასა და პროგრესში. სამოქალაქო საზოგადოება არის ყოვლისმომცველი იდეების წყარო და ხელს უწყობს ყველაფერს, გამჭვირვალობას და გამოხატვის თავისუფლების, უთანასწორობის აღმოფხვრას და ჩვენი გარემოს დაცვას.” 

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რეგულაციები რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს ეხება იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირებას.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: NGO, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist