Ipsos-ის სახელით გაყალბებული კვლევა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ახალი ამბები
68
VIEWS

2 ოქტომბერს 18:42 წუთზე ფეისბუქ გვერდმა Provocateurs გამოქვეყნა  ფოტო, რომელზეც კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის ლოგოა გამოსახული. ფოტოს მიხედვით “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 47% უჭერს მხარს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27%, ხოლო პარტიას “საქართველოსთვის” 6%. ფოტოზე დატანილია დრო – 19:30 საათი.

"
Ipsos-ის ის სახელით გავრცელებული კვლევა ყალბია, ორგანიზაციას ასეთი კვლევა არ გამოუქვეყნებია. გარდა ამისა, კანონმდებლობით არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქება კენჭისყრის პროცედურების დასრულებამდე იკრძალება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქება იკრძალება.

2 ოქტომბერს Provocateurs-ის მიერ Ipsos-ის ამ გაყალბებულ კვლევამდე რამდენიმე საათით ადრე ფეისქბუ გვერდებმა “ძალა სიმართლეშია” და NewsWall.ge ორგანიზაცია Edison Research-ის იდენტური გაყალბებული კვლევა გამოაქვეყნეს. საინტერესოა, რომ ორივე პოსტის დიზაინი ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ ფერები და ორგანიზაციის ლოგო განსხვავდება.

""
აღსანიშნავია, რომ Ipsos-ისა და Edison Research-ის გაყალბებულ კვლევებს იდენტურ ჯგუფებში ერთი და იგივე ფეისბუქ ანგარიშები აზიარებენ:

"

"

Provocateurs-ის შესახებ

ფეისბუქ გვერდი Provocateurs 2021 წლის 3 ივლისს შეიქმნა და მისი პოსტები ძირითადად ოპოზიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
ძალა სიმართლეშია

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist