ინფორმაცია, მიწისქვეშა გვირაბში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, QAnon-ის კონსპირაციაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.3k
VIEWS

14 და 15  თებერვალს ფეისბუკის მომხმარებელმა Goria Shiva-მ ჯგუფში ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი გამოაქვეყნა ორი პოსტი, რომელთა მიხედვითაც აშშ-ის გვირაბებში სპეცოპერაციის შედეგად ნაპოვნი ათი ათასობით გატაცებული ბავშვი ტყვეობისგან გაათავისუფლეს. ბავშვების ნაწილი სექსუალური შევიწროების, წამების, ტრეფიკინგის, ნაწილი კი კანიბალიზმის მსხვერპლი იყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გატაცებულ ბავშვებს სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ, მათ შორის ადრენოქრომის მისაღებად  და ეს ყველაფერი ანესთეზიის გარეშე, გაუტკივარებით ხდებოდა.
ამ დროისთვის ფეისბუკ ანგარიში Goria Shiva დეაქტივირებულია და ჯგუფში არც მისი პოსტებია ხელმისაწვდომი
;;

ინფორმაცია, თითქოს ამერიკაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მიწისქვეშა გვირაბებში ათასობით გატაცებული ბავშვი  იპოვეს, მტკიცებულებების გარეშეა და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც   QAnon-ის სახელით ცნობილი ულტრამემარჯვენე გაერთიანება 2020 წლის გაზაფხულიდან ავრცელებს.

2020 წლის აპრილში, ჟურნალისტ ტიმოთი ჩარლზ ჰოლმესთზე დაყრდნობით, გამოცემა BeforeItsNews.com ამტკიცებდა, რომ  “პენტაგონის პედოფილიის სამუშაო ჯგუფის“ ხელმძღვანელობით, საიდუმლო სპეცოპერაციის შედეგად აშშ-ის დიდი ქალაქების მიწისქვეშა გვირაბებიდან 35 000-ზე მეტი გატაცებული ბავშვი დაიხსნეს, რომელთა ნაწილი ნაწამები, ნაწილი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

კონსპირაცია ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პორტალმა Lead Stories გადაამოწმა, რომელთანაც პენტაგონის საზოგადოებრივ საქმეთა ოპერაციების ოფიცრმა, სიუზან გოფმა განაცხადა, რომ საიდუმლო ოპერაცია გატაცებული ბავშვების გათავისუფლებისა და აღმოჩენის შესახებ არ ჩატარებულა, ხოლო “პენტაგონის პედოფილიის სამუშაო ჯგუფი” არ არსებობს.

ნიუ-იორკის ბავშვთა და საოჯახო სამსახურის წარმომადგენელმა, ბავშვთა მომსახურების ადმინისტრაციამ და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა Reusters-თან განაცხადეს, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ვინ არის ინფორმაციის პირველწყარო, ტიმოთე ჰოლმსეთი? 

ჰოლმსეთი მინესოტის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც გაუჩინარებულ ბავშვებთან და ტრეფიკინგის ქსელებთან დაკავშირებით  წლების განმავლობაში უსაფუძვლო თეორიებს ავრცელებდა.  ჰოლმსეთი  ამტკიცებდა, რომ “პენტაგონის პედოფილიის სამუშაო ჯგუფის”  წევრი იყო, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მიხედვით, პენტაგონში ასეთი დეპარტამენტი საერთოდ არ არსებობს. ამასთან, 2018 წლის აგვისტოში ჰოლმსეთმა VICE News-სთან დაადასტურა, რომ  QAnon-ის ღირებულებებს იზიარებს. სწორედ  QAnon-ის შეთქმულების თეორიის ნაწილია ინფორმაცია მსოფლიოს ქალაქების ქვეშ, გვირაბებში გატაცებული ბავშვების წამების შესახებ.

QAnon-ის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს სატანის მოციქულთა საიდუმლო ჯგუფი მარ­თავს, რომელიც გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გის ქსელს ხელმძღვანელობს. მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ულტრამე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი არი­ან, რომელთა რწმენით, აშშ-ის ყოფილი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი სა­ტა­ნის თაყ­ვა­ნის­ცე­მე­ლი პე­დო­ფი­ლე­ბი­სა და მათი მფარ­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე თქმით, მრავ­ლად არი­ან აშშ-ის მთავ­რო­ბა­ში, ბიზ­ნეს­სა და მე­დი­ა­ში, სა­ი­დუმ­ლო სპეცოპერაციებს აწარმოებდა. QAnon-ის მიხედვით, საიდუმლო ოპერაციები, გვირაბებში მყოფი ბავშვების დასახმარებლად მიმდინარეობს.

ბავშვების გატაცებისა და წამების შეთქმულების თეორია, ადრენოქრომის წარმოების შესახებ, რომელის უკანაც QAnon დგას, ადრეც ვრცელდებოდა. ამის შესახებ ვრცლად “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციაში იხილეთ:
ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?

მოძ­რა­ო­ბა QAnon 2017 წლის ოქ­ტომ­ბე­რში გაჩნდა, რო­დე­საც ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ინიციალით “Q” პ­ლატ­ფორ­მა­ზე – 4chan რამდენიმე პოსტი  გაავრცელა. ის ამტკცებდა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების დაშვება – “Q clearance” ჰქონდა. მოძ­რა­ო­ბის მიმ­დევ­რართა სლოგანია “Where We Go One, We Go All“ (სა­დაც მი­დის ერთი, იქ მი­დის ყვე­ლა). ისინი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ჰეშ­თეგს #WWG1WGA იყენებენ. ;

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist