ინფორმაცია იუტას შტატის სკოლებში ბიბლიის აკრძალვის შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

იუტა
53
VIEWS

28-29 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1; 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუტას შტატში ოფიციალურმა პირებმა დაწყებით და საშუალო სკოლებში ბიბლიის კითხვა აკრძალეს “ვულგარულობისა და ძალადობის გამო”. პოსტებს დართული აქვს სქრინშოტში, რომელიც AP News-ის სტატიას ასახავს. 

იუტა

იუტას შტატის სკოლებში ბიბლიის აკრძალვაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. ბიბლია დაწყებით და საშუალო სკოლებში 2023 წელს იუტას ქალაქ სოლტ-ლეიქ-სითის ერთ-ერთ რაიონში აიკრძალა, თუმცა, გადაწყვეტილება მოკლე დროში გაუქმდა. აკრძალვაზე მშობლის მიმართვა კომიტეტმა განიხილა და  ინიციატორები მთავრობის წარმომადგენლები არ ყოფილან, როგორც ეს პოსტებშია მითითებული. 

ინფორმაცია იუტას შტატის სკოლებში ბიბლიის აკრძალვის შესახებ თავდაპირველად 28 ოქტომბერს ტელეგრამ არხზე Галина Царёва (официальный) გამოქვეყნდა. როგორც ტელეგრამზე, ასევე ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ვკითხულობთ, რომ ბიბლიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თვალთმაქცობა და სიგიჟეა, რადგან ისინი ახალისებენ ბავშვებში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს ადრეული ასაკიდან, სქესის შეცვლის ოპერაციას მშობლის ნებართვის გარეშე, სატანურ კლასგარეშე აქტივობებსა და პედოფილიას. 

იუტა

AP News-მა მსგავსი სტატია ნამდვილად გამოაქვეყნა, თუმცა პოსტებიდან არ ჩანს, რომ ის 2023 წლის 3 ივნისით თარიღდება. სტატიის მიხედვით, იუტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიქ-სითის ერთ-ერთი რაიონის, დევისის დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლებიდან კომიტეტმა განხილვის საფუძველზე ბიბლია ამოიღო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მშობელმა მათ საჩივრით მიმართა. მშობლის მიმართვა უკავშირებოდა ამ პერიოდში შტატში მიმდინარე ლიტერატურის აკრძალვას. საჩივრის მიხედვით, ბიბლიის ზოგიერთი პასაჟი ბავშვებისთვის ზედმეტად ვულგარული ან ძალადობრივი იყო. გარდა ამისა, პოსტებში მითითებულია, რომ ინიციატივა “ამერიკელ ჩინოვნიკებს” ეკუთვნით, თუმცა, რეალურად, საკითხი მშობლის მიმართვის საფუძველზე განიხილა კომიტეტმა, რომლის წევრები მასწავლებლები და მშობლებიც არიან

ამავე თვის 21 ივნისს რაიონის სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვეტილება გააუქმა და ბიბლია დაწყებით და საშუალო სკოლებში დააბრუნა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ ბიბლია არასრულწლოვნებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია, რაც გადაწონის მასში შემავალ ძალადობრივ ან ვულგარულ კონტენტს

შესაბამისად, ტელეგრამსა და ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში არ ჩანს, რომ გადაწყვეტილება ბიბლიის აკრძალვის შესახებ ძველია და მიღებიდან თვეზე ნაკლებ დროში გაუქმდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist