ინფორმაცია ამერიკაში საკვებში პლასტმასის გამოყენებაზე სატირულ პლატფორმას ეყრდნობა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ამერიკა
86
VIEWS

27 ნოემბერს პლატფორმა Threads-ის მომხმარებელმა, ასევე სხვადასხვა დროს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის თანახმადაც ამერიკაში საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) და დიდმა აგრიკულტურულმა კომპანიებმა შექმნეს ახალი ჯგუფი. მათი მიზანია, პლასტმასი საკვებ პროდუქტებში მოხვდეს და მის ფუნდამენტად იქცეს. ვიდეოში FDA-ის რამდენიმე განცხადებაა მოყვანილი, მათ შორის, თითქოს პლასტმასი მინერალების უსაფრთხო ალტერნატივაა და ის ამერიკელების კვებით რაციონში უნდა დანერგონ. ვიდეოში FDA-ის სახელით ისიცაა ნათქვამი, რომ ნაკლები საკვების მიღების ხარჯზე, პლასტმასს ჭარბწონიანობის შემცირებაც შეუძლია. ასევე, ნათქვამია, რომ პლასტმასის შემცველი პროდუქტებისთვის FDA სპეციალურ ეტიკეტებს დაამზადებს.

ამერიკა

ამერიკა

ოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო და ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკაში საკვებ პროდუქტებში პლასტმასის გამოყენების რეკომენდაცია გასცა და მას უსაფრთხო უწოდა, სატირულ პლატფორმას ეკუთვნის. ვიდეოში მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც FDA-მა ამერიკული ფაქტების გადამოწმების პლატფორმასთანაც უარყო. 

  • ვიდეოს პირველწყარო სატირული გამოცემაა 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ტიკ-ტოკ ანგარიშის The Seekonk Reporter სახელი იკითხება, სწორედ ისაა ვიდეოს პირველწყარო. ის 2022 წელსაა გამოქვეყნებული. ტიკ-ტოკ ანგარიშს აღწერაშის აქვს მითითებული, რომ სატირული შინაარსისაა. კერძოდ, TSR–ზე ვკითხულობთ: “სატირა მრავალი განსხვავებული ფორმისა და ზომისაა.” იმავე სახელწოდებითა და ლოგოთი ფეისბუქ-გვერდს მითითება აქვს, რომ სატირული/პაროდიული გამოცემაა. განმარტებულია გამოცემის საქმიანობაც: “The Seekonk Reporter არის სატირული ახალი ამბების ბლოგი, რომელიც მიზნად ისახავს ახალ ამბებში იუმორის, დაცინვისა და ირონიის შემოტანას.” 

ამერიკა
სატირული გამოცემის ტიკ-ტოკისა და ფეისბუქის გვერდები
  • FDA საკვებში პლასტმასის გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს 

ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის თანახმად, არაერთ პლასტმასს საკვებთან კონტაქტი აქვს, თუნდაც მათი შეფუთვაში გამოყენებით. იმ ნივთიერებებისა და მათ შორის, პლასტმასის საკვების შეფუთვაში გამოყენების რეკომენდაცია FDA-მა უნდა გასცეს და ნივთიერებების საკვებ პროდუქტებთან კონტაქტის უსაფრთხოებაც დაადგინოს. საკვების შეფუთვაში გადამუშავებული პლასტმასი ხვდება. 

ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიხედვით, რამდენიმე პლასტმასი საკვებში მოხვედრისას უსაფრთხოა. მათ შორის მიკროპლასტმასი და ნანოპლასტმასი. ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით FDA წერს, რომ პლასტმასი საყოფაცხოვრებო გამოყენების არაერთ ნივთში ხვდება, ნანოპლასტმასი და მიკროპლასტმასი კი საკვებშიც შეიძლება მოხვდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკრეტული პროდუქტი დაბინძურებულ ადგილას იზრდებოდა. FDA-ის მტკიცებით, ისინი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თავად განაგრძობენ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაკვირვებას და იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობისთვის მათი მავნე გავლენა დამტკიცდება, შესაბამის რეგულაციებს დააწესებენ.  

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო და ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Lead Stories-მა გადაამოწმა. ისინი ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, FDA-მა რედაქციასთან გავრცელებული ცნობის ნამდვილობა უარყო. 

ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის შესახებ არაერთი საეჭვო ცნობა გავრცელებულა. FDA-ის შესახებ დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა კოვიდ 19-ის პანდემიისას და მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. “მითების დეტექტორმა” არაერთი მსგავი ცნობა აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.  

წყაროების შესახებ:

Threads-ის ანგარიში 369neworder დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” მის მიერ გამოქვეყნებული არაერთი პოსტი გადაამოწმა

“მითების დეტექტორმა” წარსულში ვიდეოს გამავრცელებელი ორი რუსულენოვანი ანგარიშის Сергей Токарев და Антонина Антонинова პოსტებიც გადაამოწმა და დაადგინა, რომ მათ მცდარი ცნობები გაავრცელეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist