ინგა გრიგოლიას ინტერვიუს გამოყენებით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ინგა გრიგოლია
42
VIEWS

19 ნოემბერს ფეისბუქზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას გადაცემაში “მძიმე კაცთან” სტუმრობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. გადაცემის წამყვანი დავით კოვზირიძე გრიგოლიას ეკითხება: “ქალთან თუ გქონია სექსი?”, რის პასუხადაც ის პაუზას აკეთებს. ვიდეოში გრიგოლიას სრული პასუხი არ ჩანს.

ინგა-გრიგოლია

ფეისბუქზე ინგა გრიგოლიას ინტერვიუს დამონტაჟებული ვერსია ვრცელდება. ინტერვიუს ორი ფრაგმენტი იმგვარადაა შეერთებული, რომ ჩანს, თითქოს გრიგოლია ქალთან სექსზე შეკითხვის პასუხად დაფიქრდა. რეალურად, გრიგოლიამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხა და შემდეგი შეკითხვის პასუხად ისიც განაცხადა, რომ მსგავსი სურვილი არასდროს ჰქონია. 

ინგა გრიგოლია დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემის “მძიმე კაცთან”  სტუმარი 2018 წლის 24 თებერვალს იყო. ინტერვიუს განმავლობაში, რომელიც თითქმის 37 წუთი გრძელდებოდა, წამყვანმა და სტუმარმა გრიგოლიას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა განიხილეს. 

ინტერვიუს 34-ე წუთზე დავით კოვზირიძემ გრიგოლიას ჰკითხა ჰქონია თუ არა ქალთან სექსი, რაზეც გრიგოლიამ უარყოფითად უპასუხა. კოვზირიძემ გრიგოლიას ასევე ჰკითხა თუ ჰქონია მას ასეთი სურვილი. გრიგოლიამ განაცხადა, რომ მსგავსი სურვილი არასდროს გასჩენია

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში კოვზირიძის კითხვის შემდეგ გადაცემის სხვა ნაწილიდან ამოჭრილი ფრაგმენტია ჩასმული. გადაცემის მეექვსე წუთზე წამყვანმა გრიგოლიას ჰკითხა რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი ჟურნალისტისთვის საქართველოში სამუშაოდ. პასუხად გრიგოლია დაფიქრდა და განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რთული პერიოდი ორი წლით ადრე იყო, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და გრიგოლიას ინტერვიუდან ორი ფრაგმენტი ისეა შეერთებული, რომ გამოჩნდეს, თითქოს გრიგოლია ქალთან სექსის შესახებ შეკითხვის პასუხად ჩაფიქრდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა, სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist