ინფორმაცია, თითქოს ილონ მასკმა დისნეი X-ზე დაბლოკა, სატირას ეყრდნობა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დისნეი
84
VIEWS

26 ნოემბერს საინფორმაციო გვერდის სალტეს გადაცემაში “პოლიტიკის საათი სოსო მანჯავისძესთან ერთად” სტუმარმა სოსო ზაალიშვილმა განაცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილებით “დისნეის” სტუდიის გვერდი დაიბლოკა, რადგან სტუდია 6 წლამდე ბავშვებისთვის ლგბტ პრაიდის ჩატარებას აპირებდა.

16 ნოემბერს ინფორმაცია, რომ მასკმა დისნეის X-ის ანგარიში პრაიდთან დაკავშირებული პოსტების გამო დაუბლოკა, რუსულ ენაზე საინფორმაციო პორტალმა Euromedia24.com-მაც გაავრცელა. 

დისნეი დისნეი

ინფორმაცია, თითქოს ილონ მასკმა X-ზე დისნეის სტუდიის ანგარიში ლგბტქ+ პრაიდთან დაკავშირებული პოსტების გამო დაბლოკა, სიმართლეს არ შეესაბამება და სატირულ სტატიას ეყრდნობა. 

ინფორმაცია, თითქოს ილონ მასკმა დისნეის სტუდიას ანგარიში პრაიდთან და ლგბტქ+ თემთან დაკავშირებული პოსტების გამო დაუბლოკა სატირული გამოცემის Zapon-ის სტატიას ეყრდნობა. სტატიისთვის გამოყენებულ ფოტოზე და ასევე სტატიის ბოლოს, ტექსტში მითითებულია, რომ ინფორმაცია სატირული შინაარსისაა.

დისნეი
Zapon-ის “ჩვენს შესახებ” განყოფილებაშიც აღნიშნულია, რომ საიტზე გამოქვეყნებული ყველა სტატია სატირულია და რეალობას არ ასახავს.

X-ზე დისნეის ანგარიში ამჟამადაც აქტიურია. დისნეის X-ზე ლგბტქ+ თემებთან დაკავშირებული პოსტები სხვადასხვა დროს აქვს გამოქვეყნებული და ისინი კვლავაც ხელმისაწვდომია და სტუდიის გვერდზე იძებნება. წარსულში ილონ მასკმა დისნეის ინკლუზიურობის სტანდარტები გააკრიტიკა, თუმცა კომპანიის ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება არც მასკის გვერდზე და არც სანდო საინფორმაციო წყაროებში არ იძებნება.

Zapon-ის სტატიაზე დაყრდნობით მტკიცებები სოციალური ქსელების ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს, რის შემდეგ მტკიცება Reuters-მა და ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სამსახურებმა Snopes-მა და PolitiFact-მაც გადაამოწმეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist