ირანში სტუმრობაზე ილონ მასკის ციტატა ყალბია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ილონ მასკი
586
VIEWS

28-29 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის რადიო იმედმა, რუსთავი 2-მა, Newshub-მა, The Tbilisi Times-მა და საინფორმაციო სააგენტო INFO9 გაავრცელეს ილონ მასკის შემდეგი ციტატა: “ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას”.

ილონ მასკი

ილონ მასკის ციტატა გაყალბებულია. ირანის შესახებ გავრცელებული განცხადება არც მასკის სოციალური მედიის გვერდებზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

გავრცელებული ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება. ის არც მასკის X–ს გვერდზე გამოქვეყნებულა და არც რომელიმე სანდო მედიას გაუშუქებია. აღსანიშნავია, რომ X-ზე ერთ-ერთი ანგარიში 30 იანვარს წერდა, რომ მასკმა ეს კომენტარი Аssociated Press-თან გააკეთა, თუმცა მსგავსი ციტატა არც ამ გამოცემას გაუვრცელებია. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერში The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა. გამოცემის თანახმად, შეხვედრა ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განმუხტვის შესაძლებლობას ეხებოდა. ტრამპის ადმინისტრაციასა და მასკს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. ირანული მხარე ოფიციალურად შეხვედრის ჩატარებას “კატეგორიულად” უარყოფს, თუმცა ასევე წყაროებზე დაყრდნობით შეხვედრაზე ინფორმაცია The New York Times-ის შემდეგ კიდევ ერთმა ამერიკულმა მედიამ CBS-მა გაავრცელა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ერთადერთი სიახლეა, რომელიც მასკსა და ირანთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში გაშუქდა.

არქივის ბმულები: რუსთავი 2, რადიო იმედი, ნიუსჰაბი, The Tbilisi Times


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ირანი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist