დეზინფორმაცია, თითქოს ილონ მასკი იმანე ხალიფის მედლის და ფულადი ბონუსის გაუქმებას ითხოვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ილონ მასკი
959
VIEWS

6 თებერვალს ფეისბუქმომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ილონ მასკი კრივის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამებს მხარდაჭერას შეწყვეტს, თუ ორგანიზაცია ალჟირელი მოკრივის იმანე ხალიფის მედალს და $25 მილიონიან ბონუსს არ გაუუქმებს. იგივე ინფორმაცია იანვარში რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა.

ილონ მასკი

ცნობები, რომ ილონ მასკი იმანე ხალიფის მედლისა და ფულადი ბონუსის გაუქმებას მოითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მასკის მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ დასტურდება და ინფორმაცია არც კრივის მსოფლიო ორგანიზაციას გაუვრცელებია.

იმანე ხალიფი ალჟირელი ქალი მოკრივეა, რომელმაც  2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც გავრცელდა ყალბი ცნობები, რომ ის ტრანსგენდერი ქალია. ილონ მასკის განცხადება, რომ ის კრივის მსოფლიო ორგანიზაციას დახმარებას შეუწყვეტს, თუ ხალიფს მედალს არ ჩამოართმევენ და ბონუს არ გაუუქმებენ, არც X-ზე მის გვერდზე იძებნება და არც მედიასაშუალებებს გაუშუქებიათ. მსგავსი ინფორმაცია არც კრივის მსოფლიო ორგანიზაციას გაუვრცელებია.

აღსანიშნავია, რომ ხალიფმა ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რასაც კავშირი არ აქვს კრივის მსოფლიო ორგანიზაციასთან. გარდა ამისა, როგორც ფაქტების გადამოწმების ამერიკული გამოცემა PolitiFact-ი აღნიშნავს, კრივის მსოფლიო ორგანიზაცია კრივის პროფესიონალურ შეჯიბრებეს აორგანიზებს, ხოლო ხალიფი ძირითადად სამოყვარულო ჩემპიონატებში იღებდა მონაწილეობას, რომლებზეც პასუხისმგებელი კრივის მსოფლიო ასოციაციაა – სხვა ორგანიზაცია. ასევე ოლიმპიური კომიტეტი ან კრივის ასოციცია ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებისთვის ფულად ბონუსებს არ გასცემს.

იმანე ხალიფის შესახებ ყალბი ცნობების ვირუსულად გავრცელების შემდეგ მოკრივემ კიბერბულინგისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელში მასკი და ავტორი ჯოან როულინგი არიან დასახელებული. თუმცა სარჩელი ეხებოდა გასულ წელს გაკეთებულ განცხადებებს. ხალიფთან დაკავშირებით ილონ მასკმა 2024 წლის 1 აგვისტოს X-ზე გააზიარა პოსტი, რომლის თანახმადაც “კაცების ადგილი ქალთა სპორტში” არ არის. ინფორმაცია, რომ ხალიფი ტრანსგენდერი ქალია სიმართლეს არ შეესაბამება. ის ბიოლოგიურად ქალია, ყოველთვის ქალთა შორის ასპარეზობდა და არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თავს აიდენტიფიცირებს ტრანსგენდერად ან ინტერსექსად. ხაზგასასმელია, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე არცერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ის რამდენჯერმე გახდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების სამიზნე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სპორტი
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist