დეზინფორმაცია, თითქოს იენს სტოლტენბერგის წინააღმდეგ ბელგიაში საქმე აღიძრა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

103
VIEWS

22 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ბაქარი ვარდოსანიძემ და Dato Faika Nacvlishvili  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბელგიაში ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინააღმდეგ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებისთვის საქმე აღიძრა. ვარდოსანიძის პოსტში აღნიშნულია, რომ ბელგიელი ადვოკატის ფილიპ ვანლანგენდონკის განცხადებით სტოლტენბერგს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ვანლანგენდონკი ფრანგი პუბლიცისტის პატრიკ პასენს წარმოადგენს, რომელმაც სტოლტენბერგის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვარდოსანიძის პოსტის წყარო კრემლისტური გამოცემა TASS-ია. რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Московский Комсомолец-მა, Lenta.ru, Известия-მ, Взгляд-მა იგივე ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბერში გაავრცელეს. რუსული მედია აღნიშნავს, რომ ბელგიაში სტოლტენბერგი წინააღმდეგ სარჩელი 2024 წლის 27 ოქტომბერს შეიტანეს. 

იენს სტოლტენბერგი იენს სტოლტენბერგი იენს სტოლტენბერგი

მტკიცება, თითქოს იენს სტოლტენბერგის წინააღმდეგ ბელგიაში საქმე აღიძრა, დეზინფორმაციაა. ფრანგმა კონსპიროლოგმა ავტორმა, პატრიკ პასენმა სტოლტენბერგის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურორის ოფისს მიმართა და ნატო-ს ყოფილი გენერალურ მდივნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია. არსებული ინფორმაციით, სტოლტენბერგის წინააღმდეგ ბელგიაში რაიმე სახის გამოძიება ან სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს.

ფრანგი ავტორის პატრიკ პასენის ვებ-გვერდზე 2024 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მან ბელგიის გენერალურ პროკურორს მიმართა საჩივრით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. საჩივრის ვრცელ ტექსტში პასენი სტოლტენბერგს ბელგიისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. თუმცა ეს საჩივარი არ წარმოადგენს სასამართლო სარჩელს. თავად პასენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პროკურორის სახელზე გაგზავნილი საჩივარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. განცხადების გამოქვეყნებიდან 3 თვეზე მეტია გასული და ამ დროისთვის არ იძებნება ინფორმაცია, რომ პასენის საჩივარს რაიმე სამართლებრივი პროცესი მოჰყოლოდა და ბელგიაში სტოლტენბერგის წინააღმდეგ გამოძიება ან სასამართლო პროცესი დაწყებულიყო. 

იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივანი 2014 წლიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის უკრაინას აქტიურად უჭერდა მხარს. წლების განმავლობაში სტოლტენბერგთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელებულა.

ოქტომბერში რუსული მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყალბი მტკიცებები Euractiv-ის პოლონურმა გამოცემამაც გადაამოწმა, გამოცემა აღნიშნავს, რომ სასამართლო სარჩელისგან განსხვავებით პასენის მიერ პროკურორის ოფისისთვის გაგზავნილი საჩივარს ნაკლები სამართლებრივი წონა აქვს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, იმის გასარკვევად იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი. Еuractiv-ი სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში ასეთ სარჩელის განხილვაზე უარის თქმა უფრო მარტივი პროცედურაა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას სტოლტენბერგი საწინააღმდეგო საჩივარს, რაიმე სამართლებრივი პროცესი და მითუმეტეს სასამართლო მოჰყვეს. 

აღსანიშნავია, რომ თავად ფრანგი ავტორის პატრიკ პასენის შესახებ შეზღუდული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. სტოლტენბერგთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ რაიმე სიახლე არც მის საიტზე გამოქვეყნებულა.

იენს სტოლტენბერგი

საიტზე პასენს ასევე მითითებული აქვს საკუთარი წიგნები, რომლებიც სხვადასხვა კონსპირაციულ თემებს ეხება. როგორც წიგნების აღწერებიდან ჩანს, ის კლიმატის და ბუნებრივი მოვლენების ხელოვნური კონტროლის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს იზიარებს. მისი ერთ-ერთი წიგნი კი 9 სექტემბრის ტერაქტში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას. უკრაინაში ომზე გამოქვეყნებულ წიგნში კი ის ომის დაწყებაში დასავლეთს ადანაშაულებს. 

კრემლისტური დეზინფორმაციული ნარატივებიდან ერთ-ერთი პასენის საჩივარშიც იკვეთება. პასენი აცხადებს, რომ სტოლტენბერგი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ნატო-ს რუსეთისთვის ალიანსის გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით პირობა არ მიუცია. მტკიცება, თითქოს დასავლელი ლიდერები რუსეთს დაჰპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა და შემდეგ ეს პირობა დაარღვიეს კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია და უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის გამოიყენება. გერმანიის გაერთიანებისთვის მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე მსგავსი იდეა მართლაც არსებობდა, თუმცა მისი განხილვა მალევე შეწყდა. ალიანსის არსებობის ისტორიაში მას ყოველთვის ჰქონდა ღია კარის პოლიტიკა და რუსეთთან რაიმე სახის შეთანხმება, ახალი წევრების არ მიღებასთან დაკავშირებით, არასოდეს გაფორმებულა.

წყაროების შესახებ: 

“კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ბლოგერი ბექა (ბაქარ) ვარდოსანიძე ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის ვაქცინებისა და ვირუსის შესახებაც ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას. ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

Dato Faika Nacvlishvili კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი და ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: TASS, Изветия, Lenta.ru, Взгляд ფეიბუქ-პოსტები: 1,2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist