დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია “ვაქცინებით გენოციდის” გამო გამოძიებას ითხოვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

436
VIEWS

2024 წლის 22 მაისს ფეისბუქ-პროფილმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ე.წ “ტურბო კიბოს” იწვევს და იაპონია “გლობალისტური ელიტების” მიერ “mRNA გენოციდის” შესახებ სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვს. თვალთვალაძე დოქტორ მასანორ ფუკუშიმას ეყრდნობა და პოსტს The People’s Voice – ის სტატიის სქრინშოთს ურთავს. 

პოსტში აღნიშნულია, რომ დოქტორი მასანორ ფუკუშიმა გამოქვეყნებულ ინტერვიუში mRNA ვაქცინებს “ბოროტ ქმედებას” უწოდებს, ითხოვს გამოძიებას და გლობალისტური ორგანიზაციების, როგორიცაა WHO და WEF, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას “მეცნიერების ბოროტად გამოყენებისთვის”. 

იგივე შინაარსის ინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте – სა და ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა.

dezinphormatsia thithqos iaponia vaqtsinebith genotsidis gamo gamodziebas ithkhovs დეზინფორმაცია, თითქოს იაპონია “ვაქცინებით გენოციდის” გამო გამოძიებას ითხოვს

მტკიცება იმის შესახებ, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ე.წ ,,ტურბო კიბოს’’ იწვევს სიმართლეს არ შეესაბამება და კონსპირაციულ გამოცემას The People’s Voice – ს ეყრდნობა, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია. არცერთი სამედიცინო-სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ mRNA ვაქცინები რაიმე სახის კიბოს იწვევს. 

იაპონელმა მკვლევრებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ პოსტში ნახსენები მასანორ ფუკუშიმაა, გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც იაპონიაში სიკვდილიანობის ზრდა სწორედ mRNA აცრებს დაუკავშირეს. Reuters – ის ფაქტების გადამოწმების სამსახურის თანახმად, კვლევის ავტორებმა 2020-2022 პანდემიის წლებში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ეროვნული მონაცემებისგან აიღეს, შეადარეს 2010-2019 წლის მონაცემებს. შემდეგ კი განიხილეს კვლევის შედეგების შესაძლოა ახსნები, მათ შორის მისი კავშირი ვაქცინებთან.

ნაშრომს არანაირი კლინიკური კვლევა არ ამყარებს. ,,ისინი არ წარმოადგენენ რაიმე მონაცემს, რომელიც სიმსივნის სიკვდილიანობას ვაქცინაციის სტატუსით გამოყოფს, არ აჩვენებენ მის ზრდას ვაქცინაციის შემდგომ, ან იმას რომ იგი უფრო მაღალია ვაქცინირებულებში არავაქცინირებულებთან შედარებით, თუ იმავე ასაკს/იმავე თანმდევი დაავადებებით მყოფ ინდივიდებს ავიღებთ.’’- ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი მორისი Reuters-სთან კომუნიკაციაში. 

არ არსებობს სამეცნიერო თუ სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც mRNA ვაქცინებსა და სიმსივნეს შორის კავშირს ადასტურებს. მეტიც, მრავალმა კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც ათასობით ადამიანი იყო ჩართული აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-სგან შექმნილი Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები  სრულიად უსაფრთხოა.

,,არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომელმაც შესაძლოა გვავარაუდებინოს Covid-19-ის აცრებსა და სიმსივნეს შორის კავშირზე’’- აცხადებს სკრიპსის ტრადიციული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერიკ ტოპოლი USA Today-სთან.

ჰარვარდის ასოცირებული პროფესორი, ნეიროქირურგი გევინ დანი იმასაც კი ამბობს, რომ mRNA ვაქცინები, კიბოს მქონე პაციენტებში თერაპიული ვაქცინაციისთვის გამოიყენება. თერაპიული ვაქცინები, როგორც წესი არა ინფექციის თავიდან ასარიდებლად, არამედ სიმსივნესთან ბრძოლაში გამოიყენება. 

Reuters-მა არა ერთი ისეთი გავრცელებული ინფორმაციაა გააბათილა, რომელიც სწორედ ამ კვლევას და მასანორი ფუკუშიმას შეხედულებებს უკავშირდება. 

რაც შეეხება იმას, რომ იაპონია ითხოვს სისხლის სამართლის გამოძიებას გლობალისტური ელიტების მიერ “mRNA გენოციდის” შესახებ, არ არსებობს ოფიციალური განცხადება, მეტიც, იაპონიაში mRNA ვაქცინების განვითარებასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებენ

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ The People’s Voice, რომელსაც მაია თვალთვაძე მოცემული პოსტის გამოქვეყნებისას ეყრდნობა, კონსპირაციული გამოცემაა, რომელსაც არაერთი დეზინფორმაცია თუ კონსპირაცია გაუვრცელებია მტკიცებულების გარეშე.

ცნობები იმის შესახებ, რომ mRNA ვაქცინები ე.წ “ტურბო კიბოს” იწვევს, “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად, იხილეთ:

წყაროების შესახებ:

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  


ქეთევან გელაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist