“იანდექსის” რეკლამასთან დაკავშირებით ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

იანდექსის რეკლამა
44
VIEWS

14 მაისს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ და აქტივისტმა დავით ქაცარავამ ფეისბუქზე გაავრცელეს ბიზნესმენისა და “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის ციტატა, რომელშიც ის “იანდექსის” რეკლამაზე საუბრობს:  “ყველა წვრილმანს ვერ გამოვეკიდებით. ზოგი პარტნიორი ასეთია, ზოგი ისეთი. პოლიტიკა არ მაინტერესებს. შეიძლება შემთხვევით დაადო ხინკალი დიზაინერმა. ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს უბრალოდ ბიზნესია.” გავრცელებულ საინფორმაციო ბარათზე ციტატასთან ერთად დატანილია ბიზნესმენის ფოტო და ასევე რუსული კომპანიის “იანდექს კვება” სახელით გავრცელებული რეკლამა, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთს პიცის ნაჭერი, ხოლო ცხინვალის რეგიონს ხინკალი ადევს.

იანდექსის რეკლამა

“იანდექსის” რეკლამასთან დაკავშირებით სოსო ფხაკაძის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. განცხადება არ გაშუქებულა მედიაში. ამასთანავე, ციტატის სიყალბე “მითების დეტექტორთან” დაადასტურა “ვისოლ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც. 

2024 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელში “იანდექს კვების” სახელით გავრცელდა რეკლამა, რომელიც საქმიანობის დაწყების დაწყების შესახებ შეიცავდა ინფორმაციას. მასზე ჩანდა საქართველოს რუკა, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკვები იყო გამოსახული: პიცის ნაჭერი აფხაზეთს, ხოლო ხინკალი ცხინვალის რეგიონს ფარავდა. მოგვიანებით, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი ოფიციალური ფეისბუქ-გვერდია Yandex Go Georgia და რეკლამა მათ არ ეკუთვნით. სწორედ აღნიშნულ რეკლამას მიემართება სოსო ფხაკაძის ყალბი ციტატაც. 

შევეცადეთ, ბიზნესმენის ციტატა სანდო მედიასაშუალებების ვებ-გვერდებზე, მათ შორის ბიზნესგამოცემების საიტებზეც (1, 2) მოგვეძებნა. სოსო ფხაკაძის მსგავსი შინაარსის ციტატა ან საქართველოში “იანდექსის” საქმიანობის შესახებ სხვა განცხადება მედიაში არ გაშუქებულა. 

მას შემდეგ, რაც ღია წყაროებში ფხაკაძის მსგავს ციტატას ვერ მივაკვლიეთ, მისი ნამდვილობა გადავამოწმეთ “ვისოლ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან. რუსუდან კბილაშვილმა, სოსო ფხაკაძეზე დაყრდნობით დაგვიდასტურა, რომ ციტატა ყალბია და ბიზნესმენს საჯაროდ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

სოსო ფხაკაძემ 2019 წელს საქართველოში რუსული ბიზნესის გაფართოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ საქართველოში რომელიმე ქვეყნის ბიზნესი მონოპოლიას შექმნის, აზრი არ აქვს, ის რუსული იქნება თუ სხვა ქვეყნის. ამავე პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ვისოლ ჯგუფის” ყიდვას რუსული კომპანია “როსნეფთი” გეგმავდა. “ვისოლმა” ინფორმაცია უარყო, თუმცა ფხაკაძის თანახმად, რუსული კომპანიის მიერ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ქსელის შეძენით, არ ესმის, თუ რა საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ეკონომიკას. 

“მითების დეტექტორი” ხშირად ამოწმებს სოციალურ ქსელში საჯარო პირების სახელით გავრცელებულ ციტატებს, რომელთა ნაწილიც ყალბია და მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist