იაკოვ ჯუღაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტს ეჭვქვეშ აყენებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

278
VIEWS

7 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Iakov Dzhugashvili 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. თანდართული აღწერის მიხედვით, ეს იშვიათი ვიდეოა და ის 11 სექტემბერს, დილის ცხრა საათსა და სამ წუთზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკში მომხდარ აფეთქებას ასახავს, რა დროსაც ადგილზე არანაირი თვითმფრინავი არ იყო. 

Screenshot 35 2 იაკოვ ჯუღაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტს ეჭვქვეშ აყენებს

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალური ვიდეო შეერთებულ შტატებში  ჩეხ ემიგრანტს – პაველ ჰლავას ეკუთვნის და ვიდეომანიპულაციისგან განსხვავებით მასში ის თვითმფრინავი ჩანს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა.

გავრცელებული კადრები შეერთებულ შტატებში ჩეხი ემიგრანტის პაველ ჰლავას ვიდეოდანაა ამოჭრილი. ჰლავამ მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა შემთხვევით დააფიქსირა, როდესაც ვიდეოს ნათესავებისთვის გასაგზავნად იღებდა

ჰლავას ვიდეოში გატაცებული United Airlines-ის რეისი 175-ის სამხრეთ კოშკთან შეჯახების მომენტი გარკვევით ჩანს. თვითმფრინავი კადრში 9 საათზე, 2 წუთსა და 56 წამზე ჩნდება:

Screenshot 36 2 იაკოვ ჯუღაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტს ეჭვქვეშ აყენებს

ხოლო ჯუღაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამავე წამზე თვითმფრინავი არ ჩანს: 

Screenshot 37 2 იაკოვ ჯუღაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტს ეჭვქვეშ აყენებს

ორი წამის შემდეგ, 9:02:57-ზე სამხრეთ კოშკის აფეთქების მომენტი ორივე ვიდეოში ჩანს: 

Screenshot 38 2 იაკოვ ჯუღაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტს ეჭვქვეშ აყენებსScreenshot 39 2 იაკოვ ჯუღაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტს ეჭვქვეშ აყენებს

ჰლავას ვიდეოს სრული ვერსია 49 წუთიანია და უშუალოდ თვითმფრინავების კოშკებთან შეჯახების გარდა ტერაქტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც ასახავს. ჰლავა და მისი ოჯახი კადრების გაყიდვას დიდხანს ვერ ახერხებდა, სანამ მისით ფოტოგრაფი უოლტერ კარლინგი არ დაინტერესდა. კარლინგი მიხვდა, რომ ვიდეო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ჩრდილოეთ კოშკთან “ამერიკული ავიახაზების” რეისი ნომერი 11-ის შეჯახებასაც ასახავდა. კარლინგმა მოგვიანებით კადრები ნიუ იორკ თაიმსს მიჰყიდა, რომელმაც ის გამოაქვეყნა

განსხვავებით პირველი შეჯახებისა, რომელიც ადგილობრივი დროით 8 საათსა და 46 წუთზე მოხდა, სამხრეთ კოშკთან თვითმფრინავის შეჯახების მომენტის მრავალი კადრი არსებობს, რადგან ამ დროისთვის მოვლენა ყველა ძირითადი მედია საშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამას გარდა კოშკებს არაერთი თვითმხილველი უღებდა. მოვლენის ამსახველ ყველა ვიდეოში თვითმფრინავის არსებობა გარკვევით ჩანს

მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას მიერ განხორციელებული ტერაქტის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც ალ-კაიდას წევრებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს და მათგან ორი სავაჭრო ცენტრის კოშკებს, ხოლო ერთი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავის მგზავრებმა წინააღმდეგობის გაწევა მოახერხეს და თვითმფრინავი ცარიელ მინდორზე ჩამოვარდა. საერთო ჯამში ტერაქტს 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გავრცელებული სხვა დეზინფორმაციები ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist