4 ივნისს ონლაინ გამოცემა “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა რეზო ამაშუკელის ვიდეო, სადაც ის ამბობს, თითქოს ჰილარი კლინტონს, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს სექსუალური კავშირი ჰქონდა იოკო ონოსთან, ჯონ ლენონის მეუღესთან. რეზო ამაშუკელს ჰილარი კლინტონის მაგალითი “გარყვნილი ლიბერალების” ნარატივის საილუსტრაციოდ მოჰყავს. მისი თქმით, ტრამპს აშშ-სა და საქართველოში ასეთი ძალები უპირისპირდებიან.
რეზო ამაშუკელი, პოეტი: „თუ ჩვენ ვიძახით და ვამბობთ, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ პარტნიორს აშშ-ს, რატომ ებრძვიან საქართველოში ესე თავგადაგლეჯილები ტრამპს, სად იყურება ამერიკის ელჩი, თუ ამას ვერ ხვდება ვერავინ, ეს ხომ პირდაპირ ტრამპის საწინააღმდეგოდ არი იმიტო, რო ეგენი ბაიდენების და იმათი რა ქვია მაკეინების და ამათი ის არი რა ქვია ჰილარი კლინტონის…ეს ჩემი სიტყვები არ არი, ეს თავიანთი აღიარებაა…რაც შეეხება ჰილარი კლინტონს, კიდე ვიმეორებ, ეს მისი სიტყვებია, ესე იგი ლენონის იაპონელი ცოლი, მომღერალის, ცოლთან ქალბატონმა კლინტონმა გამოაცხადა, რო მასთან ჰქონდა სექსი…“.
ჰილარი კლინტონისა და იოკო ონოს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ქართულენოვან მედიაში 2015 წლიდან ვრცელდება. ამის შესახებ 2015 წელს წერდა timer.ge, newposts.ge 2016 წელს კი – geworld.ge, საქინფორმი, plus.kvira.ge და mediamall.ge. ჰილარი კლინტონის და იოკო ონოს რომანის შესახებ ინფორმაცია განსაკუტრებით პოპულარული იყო რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში. Google საძიებო სისტემით 19 700 შედეგის მოძებნაა შესაძლებელი, სადაც ჰილარი კლინტონი და იოკო ონო ერთად ფიგურირებენ, მათ შორისაა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს TV ТВ, “Звезда”-ს ვებ-გვერდი.
რეალურად, ჰილარი კლინტონისა და იოკო ონონს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ყალბია. ის სატირულ გამოცემა World News Daily Report-ზე პირველად 2015 წელს გამოქვეყნდა
ჰილარი კლინტონისა და იოკო ონის რომანის შესახებ ინფორმაცია სატირა
2015 წლის 8 მაისს სატირულმა გამოცემა World News Daily Report -მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ იოკო ონო: ჰილარი კლინტონთან 70-იან წლებში [სასიყვარულო] ურთიერთობ მქონდა”. სტატიის თანახმად, იოკო ონომ 2015 წლის 7 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღიარა, რომ ათწლეულების წინ ჰილარი კლინტონთან ინტიმური კავშირი ჰქონდა.
World News Daily Report-ის მისიის განაცხადში მითითებული აქვს:
“ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ , გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.
“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. იხილეთ World News Daily Report-ის მიერ გამოგონილი სხვა ამბებიც, რომლებიც ქართულ მედია სივრცეში რეალურ ამბებად გაშუქდა.
- გამოგონილი ამბავი, თითქოს საუდის არაბეთში ქალები ცხოველებად აღიარეს;
- გამოგონილი ამბავი, თითქოს ძიძა 3 თვის ბავშვის შეჭმას ცდილობდა;
- დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
- Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
- გამოგონილი ამბავი ფლორიდელი მამაკაცის მიერ თევზის გაუპატიურების შესახებ
- ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ინტერვიუ სსრკ-ს შესახებ
- გამოგონილი ამბავი ჯანმო-ს მაღალჩინოსანის ბროკოლით დახრჩობის შესახებ
ჰილარი კლინტონის დემონიზების მიზნით სხვადასხვა ყალბი ამბავი ხშირად ვრცელდება, რასაც განსაკუთრებით აქტიური სახე 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჰქონდა.
“მითების დეტქტორმა” რამდენიმე მათგანი ქართულენოვან მედია სივრცეშიც გამოავლინა:
მანიპულაცია, თითქოს კლინტონის სადიპლომო ნაშრომი ლუციფერს ეძღვნებოდა
Politicano – ს ფოტო და ფაქტობრივი მანიპულაცია ჰილარი კლინტონის შესახებ