გასცა თუ არა ჰააგის სასამართლომ ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) დაპატიმრების ორდერი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჰააგის სასამართლო
206
VIEWS

20-21 იანვარს ფეისბუქ-პროფილებმა “ერთად საქართველოსთვის” და “ბრძოლა თავისუფლებისთვის”, ასევე სხვა რამდენიმე ანგარიშმა (1, 2, 3, 4) და გვერდმა (1, 2)  გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჰააგის სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) დაპატიმრების ორდერი გასცა. პოსტებში წერია, რომ თუ ხარაზიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარს გადაკვეთს, მას დააკავებენ. 

ჰააგის სასამართლო ჰააგის სასამართლო

დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს ჰააგის სასამართლომ ზვიად ხარაზიშვილის დაკავების ორდერი გასცა. მსგავსი ინფორმაცია ქართულ მედიას არ გაუშუქებია. აღნიშნულის შესახებ არც სასამართლოს ოფიციალურ ვებ-საიტზე იძებნება ინფორმაცია. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ზვიად ხარაზიშვილის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გვხვდება მედიასაშუალებებში. აღნიშნულს ასევე არავინ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს მთავრობიდან. 

მსგავსი ინფორმაციის მოძებნას შევეცადეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვებ-გვერდზეც, თუმცა მათ გვერდზე არ არსებობს განცხადება თუ სიახლე, სადაც ზვიად ხარაზიშვილის სახელი იქნებოდა მოხსენიებული. 

იმისათვის, რომ ჰააგის სასამართლომ პირის დაკავების ორდერი გასცეს, მის წინააღმდეგ საქმე უნდა წარმოებდეს. მათ შორის, არსად იძებნება ცნობა, რომ სასამართლომ ზვიად ხარაზიშვილის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო. დაპატიმრების ორდერს წინასწარი სხდომის მოსამართლეები გასცემენ. როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ საქმის სასამართლო განხილვისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, მათ დამნაშავის დაკავების ორდერის გაცემაც შეუძლიათ. როგორც წესი, სასამართლო საჯაროდ ამბობს, თუ ვისი დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ საჯაროდ განაცხადეს მაშინაც, როდესაც რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერები გასცეს. 

პოსტს ზვიად ხარაზიშვილის ფოტო ერთვის, რომელზეც ვკითხულობთ წარწერას “WATHEND”. ამ ტერმინს ინგლისურ ენაზე მნიშვნელობა არ გააჩნია და, სავარაუდოდ, მის ავტორს WANTED-ის დაწერა სურდა. ტერმინს ხშირად იყენებენ იმ პირებთან მიმართებით, რომელსაც საპოლიციო უწყებები ეძებენ. 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, ძალოვან უწყებაში 30 წელზე მეტია მუშაობს. სხვადასხვა ხელისუფლების დროს, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო, მოგვიანებით სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმში მსახურობდა. ხარაზიშვილი 2021 წელს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 

ხარაზიშვილთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, თუმცა წარსულში გამოვლინდა ყალბი ანგარიშები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ ზვიად ხარაზიშვილის მხარდასაჭერად. 

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-ანგარიშები “ერთად საქართველოსთვის” და “ბრძოლა თავისუფლებისთვის” იდენტური შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ. ორივე მათგანს სამუშაო ადგილად მითითებული აქვს “ძალა ერთობაშია”, ოპოზიციური კოალიცია, რომელმაც 2020 წლის არჩევნებში კენჭი იყარა. აღნიშნული ანგარიშების გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა

ჰააგის სასამართლო

ზვიად ხარაზიშვილის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ასევე მონაწილეობდნენ ფეისბუქ გვერდები “Sofeli Chumlayi”,”საინფორმაციო სააგენტო პირველი” და ფეისბუქ ანგარიში “საინფორმაციო გვერდი პირველი”. გვერდებზე ვხვდებით ერთი და იგივე დროის პერიოდში გაზიარებულ იდენტური შინაარსის პოსტებს, რაც იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ მათთვის კონტენტს ერთი და იგივე ადამიანები ქმნიან და ერთმანეთთან კოორდინაციაში იმართებიან.

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist