ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებაზე გრიგოლ ლილუაშვილის ყალბი  ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გრიგოლ-ლილუაშვილი
63
VIEWS

17 სექტემბერს ყალბმა ფეისბუქ-ანგარიშმა “მარეხი ლიპარიშვილი” გაავრცელა საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი  უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ფოტო და ციტატა: ‘’პირადად ბიძინა ივანიშვილი გვაიძულებდა ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას’’. იგივე ციტატა ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა 29 ივლისსაც  გამოაქვეყნა.

გრიგოლ ლილუაშვილი

ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებაზე გრიგოლ ლილუაშვილის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ სუს-ის ყოფილმა უფროსმა მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. 

გრიგოლ ლილუაშვილის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. მსგავსი ფრაზა რომელიმე ქართულენოვან მედიას (1;2;3) არ გამოუქვეყნებია  და არც სხვა წყაროებით გავრცელებულა. 

ივლისში გამოქვეყნებულ პოტზე ჩანს, რომ ციტატა აღებულია Tik Tok გვერდიდან სახელწოდებით “georgiandream2”. 22 სექტემბრის მონაცემებით, მსგავსი სახელწოდების Tik Tok გვერდი აღარ იძებნება. აღსანიშნავია, რომ “მითების დეტექტორს” მსგავსი სტილით გაყალბებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ამ შემთხვევაში, გაყალბებული ციტატა Tik Tok ანგარიშმა “georgiandream.4141” გაავრცელა და შემდგომ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ყალბმა ანგარიშმა მარეხი ლიპარიშვილმა გადაიტანა. “Georgiandream.4141-ს” მსგავსი არაერთი გაყალბებული ციტატა აქვს გამოქვყენებული. შესაძლოა, Tik Tok გვერდები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.  

წყაროს შესახებ

ლილუაშვილის   სახელით გამოგონილი ციტატის ერთ-ერთი გამავრცელებელი ფეისბუქ ანგარიში მარეხი ლიპარიშვილი ყალბი ანგარიშია.  პროფილი ფეისბუქზე თავდაპირველად გვანცა გოგოლაძის სახელით დარეგისტრირდა.  

გრიგოლ ლილუაშვილი

პროფილის ფოტო ანგარიშს არ ეკუთვნის, ის 2016 წელს რუმინელმა ფოტოგრაფმა მიჰაელა ნოროჩმა აზერბაიჯანში ვიზიტისას გადაიღო პროექტისთვის ‘’სილამაზის ატლასი’’. ნოროჩის პოსტის მიხედვით, ფოტოზე ქალი სახელად ფიდანია.

natsionaluri modzraobis daphinansebaze grigol liluashvilis qhalbi tsitata vrtseldeba2 | mythdetector.com

’მითების დეტექტორმა’’ ანგარიში მარეხი ლიპარიშვილის მიერ გავრცელებული ყალბი ციტატა 2025 წლის თებერვალშიც გადაამოწმა. მაშინ ანგარიში ნინო წილოსანის ყალბ ციტატას ავრცელებდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist