სოციალურ ქსელში გრეტა თუნბერგის ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გრეტა თუნბერგი
7.2k
VIEWS

4 სექტემბერს ფეისბუქის რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1;2;3;4) გაავრცელეს შვედი გარემოს დამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის ფოტო. კადრში მას გულ-მკერდთან ჩაჭრილი მაისური აცვია, კომენტარებში კი მომხმარებლების ნაწილი მის მკერდზე ამახვილებს ყურადღებას. 

გრეტა თუნბერგი

ფეისბუქზე გრეტა თუნბერგის ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და მაისურზე ამოჭრილი ნაწილი დამატებულია. 

გრეტა თუნბერგის აღნიშნული ფოტო გასული დღეების მანძილზე არაერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრების უკუძიების მეთოდის გამოყენებით მივაკვლიეთ ავთენტიკურ ფოტოს, რომელზეც აქტივისტი თითქმის იდენტურად გამოიყურება, თუმცა მის მაისურს გულ-მკერდის არეში ჭრილი არ აქვს.  

გრეტა თუნბერგი
1 სექტემბერს X-ზე ატვირთული რეალური ფოტო

თუნბერგს იმავე ტანისამოსში ვხედავთ Associated Press-ის 1 სექტემბრის სტატიასა და სიუჟეტში, საიდანაც ვიგებთ, რომ ბარსელონადან ღაზას სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთით რამდენიმე გემი გავიდა. აღსანიშნავია, რომ თუნბერგმა 2025 წლის ივნისშიც სცადა გემით ღაზას სექტორში შეღწევა, თუმცა ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის გამო, გემი საზღვართან დააკავეს და ევროპაში დააბრუნეს.  

გრეტა თუნბერგი
გრეტა თუნბერგი AP-ის სიუჟეტში

გრეტა თუნბერგის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მანიპულაციები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია

არქივი: (1, 2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist