ახალშობილებისთვის განკუთვნილ K ვიტამინის ინექციაში გრაფენის ოქსიდი არ უპოვიათ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გრაფენის ოქსიდი
52
VIEWS

28 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ახალშობილებისთვის განკუთვნილ K ვიტამინში გრაფენის ოქსიდი იპოვეს. პოსტს ორი ვიდეო ახლავს, ერთში მტირალი ჩვილი ჩანს, რომელსაც ინექციას უკეთებენ. ხოლო მეორე ვიდეოში ესპანურად მოსაუბრე ქალი ამბობს, რომ ექიმია, და ამტკიცებს, რომ K ვიტამინი “სულის შებერვის შემდეგ” მიკროსკოპის ქვეშ მოძრაობს და ის “აქტიური” ნივთიერებაა.

გრაფენის ოქსიდი

დეზინფორმაციაა, თითქოს ახალშობილებისთვის განკუთვნილ K ვიტამინის ინექციაში გრაფენის ოქსიდი იპოვეს. რეალურად, ის K ვიტამინის ინექციის ინგედიენტებში არ შედის, K ვიტამინი უსაფრთხოა და ჩვილებს ამ ვიტამინის დეფიციტისგან გამოწვეული სისხლდენისგან იცავს. 2024 წლის კვლევის ფარგლებში, რომელიც ამ დეზინფორმაციის წარმომავლობას შეიძლება უკავშირდებოდეს,  ლაბორატორიული სენსორი შექმნეს, რომელიც სისხლის ნიმუშში ვიტამინების, მათ შორის K ვიტამინის, დონეს ადგენს, კვლევას ვიტამინებში გრაფენის ოქსიდი არ უპოვია. 

რაც შეეხება პოსტისთვის დართულ ვიდეოებს, ისინი K ვიტამინში გრაფენის არსებობის მტკიცებულებებს არ შეიცავენ.

შესაძლოა, დეზინფორმაციის წარმომავლობა 2024 წლის კვლევას უკავშირდებოდეს, რომელშიც K1, K2, B6 და D3 ვიტამინების დონის განსაზღვრა გრაფენის ოქსიდზე დაფუძნებული მასალით შექმნილი ოპტიკური სენსორის გამოყენებით მოხდა.

კვლევის ფარგლებში შეიქმნა ლაბორატორიული სენსორი, რომელიც სისხლის ნიმუშში ვიტამინების, მათ შორის K ვიტამინის დონეს ადგენს. კვლევის პროცესში ვიტამინებში გრაფენი ან სხვა ნივთიერება არც აღმოუჩენიათ და არც დაუმატებიათ.

გრაფენის ოქსიდი

ახლშობილებისთვის K ვიტამინის ინექციის რეკომენდაციას ამერიკის პედიატრიის აკადემია 1961 წლიდან გასცემს. დაბადების მომენტში ახალშობილებში K ვიტამინის დონე ძალიან დაბალია, რაც 6 თვემდე უკონტროლო სისხლდენის რისკს ზრდის.  6 თვის შემდეგ კი, ჩვილები K ვიტამინის დონის ასაწევად საკმარისი საკვების მიღებას იწყებენ. მდგომარეობამ, რომელიც VKDB-ს (Vitamin K deficiency bleeding) სახელითაა ცნობილი, შეზღუდული შესაძლებლობები ან გარდაცვალება შეიძლება გამოიწვიოს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანახმად, ბავშვები, რომლებიც K ვიტამინის ინექციას არ იღებენ, K ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სისხლდენისადმი 81-ჯერ მეტად არიან მიდრეკილი.

K ვიტამინის ინექციის ზუსტი ინგრედიენტები მწარმოებელის მიხედვით შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს, თუმცა ღია წყაროებით არ იძებნება  K ვიტამინის ინექცია, რომელიც გრაფენის ოქსიდს შეიცავს. უშუალოდ K ვიტამინის გარდა, ინექციის ძირითადი ინგრედიენტებია: პოლიოქსიეთილირებული ცხიმოვანი მჟავა, დექსტროზა, წყალხსნარი, ბენზილის სპირტი და ზოგ შემთხვევაში, ჰიდროქლორიდის მჟავა.

გრაფენის ოქსიდი

K ვიტამინის ინექციისა და მისი ინგრედიენტების მავნებლობაზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, რის საპასუხოდაც ინექციის შემადგენლობის უსაფრთხოებაზე მომზადებული არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ პოსტისთვის დართულ პირველ ვიდეოში, ადამიანი, რომელიც თავს ექიმად წარმოადგენს, პირდაპირ არ ამბობს, რომ K ვიტამინში გრაფენია, თუმცა ის მიანიშნებს, რომ K ვიტამინი მიკროსკოპის ქვეშ “მოძრაობს”, რაც მის არაბუნებრივობაზე მეტყველებს და ეს ნარატივი ხშირადაა გრაფენზე გავრცელებული დეზინფორმაციის ნაწილი. 

პირველყოვლისა, არ არსებობს ვიდეოში მოსაუბრე ადამიანის იდენტობისა და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, ის თვითონვე ამბობს, რომ მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებულ ნივთიერებას სული შეუბერა, რათა “გაეაქტიურებინა.” უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დანამდვილებით არც ის ვიცით, რა ნივთიერებაა მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებული, გარდა ამისა, სწორედ სულის შებერვამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროსკოპის ქვეშ მყოფი ნივთიერების “მოძრაობა” და მისი ფორმის შეცვლა, რაც, ცხადია, მასში გრაფენის არსებობის არგუმენტი არ არის.

რაც შეეხება მტირალი ბავშვის ვიდეოს, ის თავდაპირველად ახალბედა დედებისა და ახალშობილების შესახებ ინსტაგრამ-ბლოგზეა გამოქვეყნებული და K ვიტამინის ინექციასთან კავშირი არ აქვს. აღწერაში ვკითხულობთ – “ახალშობილები იღებენ ბცჟ-ს (ტუბერკულოზისთვის), B ჰეპატიტის დაბადების დოზის ვაქცინას და პოლიოს ორალური ვაქცინის საწყის დოზას”.

გრაფენის ოქსიდი

პანდემიის პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გრაფენის ოქსიდს შეიცავს. ამ საკითხზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებულ სტატიებში

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი მაია თვალთვაძე ანტივაქსერულ დეზინფორმაციას, კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist