როდის არის გადაღებული გიული ალასანიას ვიდეო, რომელსაც მიმდინარე პროტესტს უკავშირებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გიული ალასანია
131
VIEWS

23 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს (1;2) ვიდეო, რომელშიც პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკითხება, თუ ვის მხარდასაჭერად არის ხალხი აქციაზე. ალასანია ამბობს: “უკრაინის, პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ჩემი შვილის, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი”. პოსტების გამოხმაურებიდან ირკვევა, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეოს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.

გიული ალასანია

სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ვიდეო მანიპულაციური აღწერით, უკონტექსტოდ ვრცელდება. ის არა მიმდინარე აქციებზე, არამედ 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზეა გადაღებული. 

ვიდეო, რომელსაც ფეისბუქ-მომხმარებლები აქვეყნებენ, 2024 წლის 20 დეკემბერს TikTok-ზე გავრცელდა. მომხმარებლები ვიდეოს საქართველოში მიმდინარე აქციებს უკავშირებენ და ამით ცდილობენ პროტესტის დისკრედიტაციას. 

სინამდვილეში ეს კადრები ტელეკომპანია POSTV-ის მიერ 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე არის გადაღებული. სიუჟეტი, რომელშიც ალასანიას ვიდეო იყო ნაჩვენები, გადაცემა “კვირის პოსტში” 26 თებერვალს გავიდა (58:30). 

rodis aris gadaghebuli giuli alasanias video romelsats mimdinare protests ukavshreben1 | mythdetector.com
სქრინშოტი: POSTV – ანალიტიკა

2023 წლის 24 თებერვალს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წლის თავზე აქციაზე შეკრებილები უკრაინას უცხადებდნენ სოლიდარობას. ამავდროულად, აქციაზე მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, საჰაერო თავდასხმების გაძლიერების ფონზე, უკრაინას სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცემოდა

ვიდეოს საფუძველზე საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ. აღნიშნულის მიზანი მიმდინარე აქციების პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულად გამოცხადება და პროტესტისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაა.   

წყაროს შესახებ 

ფეისბუკ-მომხმარებელი “ისევ მბლოკავენ ფანტინა” მცდარ ინფორმაციას რამდენიმე ანგარიშით ავრცელებს (1;2). მას დეზინფორმაციული ცნობები თუ მანიპულაციური ვიზუალური მასალა წარსულშიც გავრცელებია. მან მიმდინარე აქციების მადისკრედიტირებელი არაერთი პოსტიც გამოაქვეყნა.


ანდრია საჯაია

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist