სალომე ზურაბიშვილის შესახებ გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გიული ალასანია
87
VIEWS

18 მარტს ფეისბუქ-ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!” გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის დედის, გიული ალასანიას ციტატა:  “უნამუსო ზურაბიშვილი სადაც შემხვდება ვცემ წავიდეს და მიჩივლოს.” 

გიული ალასანია

ციტატა, რომლის მიხედვითაც გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილს ცემით ემუქრება, ყალბია. მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს, თუმცა ალასანიას საკითხე კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო მისი მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. 

17 მარტს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ 2021 წელს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე იმსჯელა. დასკვნით სხდომაზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომ ბრალდებულს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილს 4 წელი და 6 თვე მიესაჯა, თუმცა მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და მისჯილი წლები ნაწილობრივ დააჯამა. სასჯელის დაჯამებისას მოსამართლემ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაული განმეორდა, საბოლოო სასჯელის გამოთვლისას „დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება“. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე.  

განაჩენის გამოცხადების შემდგომ სააკაშვილის ადვოკატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და დედამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს. თინა ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის სასჯელზე პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს, რადგან პრეზიდენტობის ვადაში მან მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა. 

სასამართლოს შემდეგ შვილისთვის მორიგი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ გიული ალასანიამაც ისაუბრა. მან შვილის წარსული პოლიტიკური საქმიანობაზე, ქვეყანაში დაბრუნებასა და ციხეში გადატებულ წლებზე ისაუბრა

“ის არის ადამიანი, რომელმაც არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და მიიღო ეს, ამის გამო ისჯება. ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, თან მოწამლეს, თან კლავდნენ, ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს, არ ვიცი”. 

“გული მწყდება იმაზე, რომ ჩემს შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის მაგალითი, ილია ჭავჭავაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდიას მაგალითი, კოსტავას მაგალითი, დაჰკრა ფეხი, წამოვიდა და ჩაბარდა ჯალათებს.”  

“აქ გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელმაც ისეთი გააკეთა საქართველოსთვის, იმდენი გააკეთა, არავის რომ არ გაუკეთებია არასდროს და ამიტომ ისჯება. მე ის მიკვირს, რომ ყველაფრის შემდეგ საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ მიხვდება, რომ ეს არის, სააკაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მეტი არავინ. ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და არის ქვეყანა, რომელმაც, აი, ეს გაუკეთა მას”. 

თინა ბოკუჩავასგან განსხვავებით, ალასანიას სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაზე არ უსაუბრია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ღია წყაროებით, ონლაინ მედიებისა ტელევიზიების ვებ-საიტებზე არ იძებნება (1;2;3). ალასანიას ამის შესახებ არც საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაუწერია. შესაბამისად, ციტატა  ყალბია. 

გიული ალასანიას დისკრედიტაციის კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა და დააპატიმრეს. მის შესახებ ავრცელებენ როგორც ყალბ ციტატებს, ასე ვიზუალურ მანიპულაციებს. “მითების დეტექტორი” ამგვარ ცნობებს სისტემატურად ამოწმებს

“ანტი-მაიდნის” სახით შექმნილ ფეისბუქ ჯგუფებში ხშირად ვრცელდება ანტიდასავლური შინაარსის, ასევე “ქართული ოცნების” ოპონენტების მადისკრედიტირებელი პოსტები. “მითების დეტექტრომა” 1 და 2 დეკემბერს მსგავსი სახელწოდებით შექმნილი ჯგუფის წარმოშობა და ადმინისტრატორების ვინაობა შეისწავლა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist