პაპილომავირუსთან მებრძოლი ვუნდერკინდობიდან ოფთალმოლოგიურ აღმოჩენამდე – გიორგი ორკოდაშვილის ფოტოს თაღლითური ვებ-საიტი ისევ იყენებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

გიორგი ორკოდაშვილი
1.2k
VIEWS

12 აპრილს ვებ-საიტზე magic.nicehealth13.com სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი ორკოდაშვილი ქართველი სტუდენტია, რომელმაც ოპერაციის გარეშე მხედველობის სიმკვეთრის გაზრდის უნიკალური ხერხი აღმოაჩინა და სამეცნიერო ჯილდო მიიღო. სტატიაში “ევრონიუს ჯორჯიას” სქრინშოთია ჩასმული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაცია ამ მედიაში გავრცელდა. სტატიაში ასევე მოცემულია გიორგი ორკოდაშვილის ინტერვიუ, ჟურნალისტის როლში კი ნიკა გვარამიაა წარმოდგენილი.

გიორგი ორკოდაშვილი

მტკიცება, თითქოს ქართველი სტუდენტი, გიორგი ორკოდაშვილი ოფთალმოლოგიის სფეროში შექმნილი ინოვაციისთვის დაჯილდოვდა, დეზინფორმაციაა და წამლის გაყიდვის მიზნით თაღლითურ ვებ-საიტზე ვრცელდება. ფოტო, რომელშიც მას დიპლომი უჭირავს, 2018 წლის 12 მაისს, სკოლის დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ, აშშ-შია გადაღებული, დანარჩენი ფოტოები კი ორკოდაშვილთან კავშირში არ არის. სტატიაში მოცემული ინტერვიუები გამოგონილია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გიორგი ორკოდაშვილის ფოტოს, რომელშიც მას ხელში დიპლომი უჭირავს, სამედიცინო თაღლითობისთვის იყენებენ. 2019 წელს ზუსტად იგივე ფოტოს გამოყენებით, მას პაპილომასთან საბრძოლველი მედიკამენტის გამოგონებას მიაწერდნენ და ახალგაზრდა მეცნიერად – ლევან გურაშვილად წარმოაჩენდნენ.

ამჯერად, გიორგი ორკოდაშვილის ფოტოს ავთენტიკური სახელით ავრცელებენ, თუმცა ისევ თაღლითური მიზნით. ვებ-საიტზე – magic.nicehealth13.com სტატიაა მოცემული, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგიმ აღმოაჩინა უნიკალური ფორმულა, რომელსაც შეუძლია მხედველობის მკვეთრი გაუმჯობესება ოპერაციის გარეშე. 

იმის დასადასტურებლად, რომ ორკოდაშვილი სამედიცინო აღმოჩენისთვის დააჯილდოვეს, ფოტოა გამოყენებული, რომელშიც მას დიპლომი უჭირავს. სინამდვილეში, ეს სურათი 2018 წლის 12 მაისს, სკოლის დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ, აშშ-ში, ნებრასკის ქალაქ ფრიმონტშია გადაღებული, სადაც ის FLEX – ის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ორკოდაშვილი სტუდენტიც აღარ არის.

საიტი გაუმართავია და  ნებისმიერ მოცემულ ლინკზე გადასვლისას, ერთი და იგივე ფოტო ჩნდება, რომელზე დაწკაპუნების შემდეგაც, მომხმარებელი ფასდაკლების კუპონს იგებს, სადაც წერია, რომ აღნიშულ პრეპარატზე 100 % -იანი ფასდაკლება მივიღეთ. ფასდაკლების გასააქტიურებლად, კი სახელისა და ტელეფონის ნომრის შეყვანას გვთხოვენ.

გიორგი ორკოდაშვილი

მედიკამენტი დასახელებით Prozrenie მხოლოდ საეჭვო და თაღლითურ გვერდებზე გვხვდება. მაგალითად, healthlabsexpress.com– ზე, სადაც ქართული ტექსტები გაუმართავი წინადადებებითაა მოცემული. მედიკამენტის შესახებ რეკლმა გვხვდება რამდენიმე ფეისბუკ-გვერდზეც(Word weaver, My world) სადაც, ანალოგიურად წამლის შესაძენად ბმულზე გადასვლას, ტელეფონის ნომრისა და სახელის მითითებას გვთხოვენ. 

აღნიშნული სტატიის მიზანი ადამიანების პირადი მონაცემების მოპოვება და სავარაუდოდ მედიკამენტის გაყიდვაა. “ევრონიუს ჯორჯიას” გადაცემის სქრინშოთი კი ინფორმაციის სანდოობის წარმოსაჩენად არის გამოყენებული. 

  • გამოგონილი ინტერვიუ და ფოტოები, რომლებსაც ორკოდაშვილთან კავშირი არ აქვს

სტატიაში გიროგი ორკოდაშვილთან ინტერვიუა მოცემული, რეპორტიორად კი პოლიტიკოსი, ნიკა გვარამიაა წარმოდგენილი. ინტერვიუ გამოგონილია და მასში ორკოდაშვილი თითქოს ჰყვება, რომ მედიკამენტის შექმნის ინსპირაცია მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბებიამისს მხედველობა დაუქვეითდა. ამ პასაჟს შავ-თეთრი ფოტო ერთვის, რომელზეც ასაკოვანი ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად არის გამოსახული. აღწერის მიხედვით, ფოტოზე გიორგი ორკოდაშვილია ბებიასთან ერთად ბავშობაში. ფოტოს უკუძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სურათი, სვანეთში, ქართულ ქორწილშია გადაღებული და მისი ავტორი Alexander Belenkiy არის. ფოტოები ინტერნეტში 2014 წლიდან იძებნება. სურათის ავთენტიკური ვერსია ფერადია.

გიორგი ორკოდაშვილი

გიორგი ორკოდაშვილი
წყარო: yaplakal.com

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც, სტატიის მიხედვით, გიორგი ორკოდაშვილის ბებიის თვალებს ასახავს, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალშია გამოყენებული. 

გიორგი ორკოდაშვილი

გიორგი ორკოდაშვილი
წყარო: medicalnewstoday.com

სტატიაში აღნუშნულია, რომ პროექტს კოორდინაციას უწევდა ფარმაცევტული ფაკულტეტის მედიკამენტების ფიზიკური ქიმიის კათედრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე. ტექსტის მიხედვით, ნიკა გვარამიამ ინტერვიუ მასთანაც ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ალავიძე ნამდვილად არის ოფთალმოლოგი და მისი ფოტოც რეალურია, თუმცა სტატიაში მოცემული ინტერვიუ გამოგონილია.

გიორგი ორკოდაშვილი

სტატიაში კიდევ რამდენიმე ფოტოა, რომელზეც თითქოს გიორგი ორკოდაშვილია გამოსახული. ერთ-ერთ ფოტოს აღწერის მიხედვით, ის ოფთალმოლოგიის დარგის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტები ესწრებოდნენ. აღნიშნული ფოტო ინტერნეტში, სხვადასხვა რუსულენოვან საიტზე დევს. აღნიშნული ფოტო ასევე გამოყენებულია კრასნოდარის მხარის იურისტთა XXII ყოველწლიური კონფერენციის მოწვევის შესახებ 2022 წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში და მასზე გიორგი ორკოდაშვილი გამოსახული არ არის.

გიორგი ორკოდაშვილი

სტატიაში კიდევ ერთი ფოტოა, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭს საქართველოს დროშა აქვს მოხვეული. აღწერის მიხედვით, ფოტოზე გიორკი ორკოდაშვილია. აღნიშნული სურათი სხვადასხვა ტურისტულ პლატფორმაზე იძებნება.

გიორგი ორკოდაშვილი

  • კმაყოფილი მომხმარებლების სახელით კომენტარებს ყალბი ანგარიშები ტოვებენ

აღსანიშნავია, რომ სტატიის ბოლოს კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარებია მოცემული. “მითების დეტექტორმა” რამდენიმე ანგარიში გადაამოწმა. ისინი ინტერნეტიდან აღებულ ფოტოებს იპარავენ და ქართველ მომხმარებლებად წარმოაჩენენ. მაგალითად, კომენტარის ერთ-ერთი ავტორს გვანცა გასანოვას გამოყენებული აქვს ფოტო, რომელიც რუსულენოვან პლატფორმაზე Эльвира -ს სახელითაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, კომენტარები გაუმართავი ენითაა დაწერილი და სათარგმნი ხელსაწყოს გამოყენებით ქართულად გადათარგმნილს ჰგავს.

გიორგი ორკოდაშვილი

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც კომენტარებშია ატვირთული ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე იძებნება.მაგალითად, 2017 წელს გამოყენებულია ირანული საიტის tehrantimes.com -ის სტატიაშიც.

გიორგი ორკოდაშვილი


 

დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist