5 მაისს პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ ფეისბუკზე აღდგომის მისალოცი პოსტი გააზიარა და ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ფეისბუკ-ანგარიშის სქრინშოთი დაურთო. ლომჯარიას ცისარტყელას ფერებში კვერცხის ფოტო უდევს აღწერით: “ქრისტე აღსდგა! გილოცავთ!”. აბაშიძე პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ “გაუბედურებული ახალგაზრდები” სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტმისას “ქრისტე აღდგას” ნაცვლად “წინ ევროპისკენ” ამბობენ”.
ნინო ლომჯარიას სახელით გამოქვეყნებული სქრინშოთი გაყალბებულია. ყოფილი სახალხო დამცველი პოსტს ფეისბუკზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფოტო მას არ გაუვრცელებია და ფოტოშოფითაა დამუშავებული.
გია აბაშიძის პოსტს ფეისბუკზე ნინო ლომჯარია თავად გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ მისი სახელით გავრცელებული პოსტი მას არ გამოუქვეყნებია და შეგნებულად გააყალბეს.
ტყუილი და დეზინფორმაცია ქართული ოცნების პროპაგანდისტი შეგნებულად მივრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს პოსტი მქონდა დადებული. არ დაიჯეროთ – წერს ლომჯარია ფეისბუკზე.
ფოტო, რომელსაც სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე პოსტს ურთავს etsy.com – ზე იძებნება და კვერცხის ფორმის საპონს ასახავს, რომელიც ფასდაკლებით 2,97€ ღირს.
Ghia Abashidze პროსახელისუფლებო ექსპერტია და მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ის ჩართული იყო სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში, მათ შორის ნინო ლომჯარიას, კარტოგრაფის ივერი მელაშვილის და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.