ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ღარიბაშვილის დაკავება
502
VIEWS

21 ოქტომბერს ფეისბუქზე გავრცელდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ციტატა (1;2) სადაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე ამბობს: “ღარიბაშვილს დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი ქართულ ოცნებას, ერთი ვიდეო ჩანაწერით.” 

ღარიბაშვილის დაკავება

ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება. მსგავსი შინაარსის განცხადება მედიაში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

ოთარ ფარცხალაძის ციტატის მოძებნას შევეცადეთ ღია წყაროებში, თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადება არსად გამოქვეყნებულა. მედიაში არ გავრცელებულა (1; 2; 3) ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძე მის ან რომელიმე ყოფილი თანამდებობის პირის სახლში ჩხრეკას გამოეხმაურა. ამდენად, ის გამოგონილია და ფარცხალაძეს ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. 

17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურაში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ ყოფილი თანამდებობის პირების – ირაკლი ღარიბაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, გრიგოლ ლილუაშვილისა და სხვების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მოგვიანებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მათი სახლებიდან ამოღებულია 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, ძვირფასი ნივთები, ნახატები და ა.შ. 

ოთარ ფარცხალაძე 2013 წელს ერთი თვით საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეცაა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პროკურორმა, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობის ქონება შეიძინა. ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე ქვეყანამ სანქციებიც დაუწესა, მათ შორისაა აშშ და დიდი ბრიტანეთი.   

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist